Sporx: თბილისის "დინამოს" კაპიტანი "ბეშიქთაშში" ითამაშებს

AutoSharing Option
გუშინ, 23 ივნისს, "აჭარასპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას სტამბულის "ბეშიქთაშში" განაგრძობდა და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მხარეებისაგან ჯერ არაფერი ისმის, აღნიშნული სიახლე თურქულმა წყაროებმაც დაადასტურეს.

sporx.com-ი წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი "ბეშიქთაშში" ითამაშებს და მხარეები პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. წყაროსვე ცნობით, ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.

ნიკა ნინუა, რომელიც 21 წლის 2 დღის წინ გახდა, თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში მეხუთე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში ნინუამ ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მას "ტრასნფერმარკტი" 900 000 ევროდ აფასებს.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მაგარი იქნება ეს თუ ბეშიქთაშში წავიდა. ეგრევე აიწევს ჩვენი ჩემპიონატისადმი ინტერესი.
გურამი
01:04 25-06-2020
1
ამ ეტაპზე შესანიშნავი იქნება ნინუასთვის თუ ბეშიქტაში ითამაშებს თავის ჩემპიონატში კარგი გუნდია სულ დიდი მიზნებისთვის იბრძვის და ამ ასაკის ფეხბურთელისთვის განვითარებისთვის თუგინდ ფიზიკურად თუგინდ მორალურად იდეალური არჩევანია მთავარია არ გააჩეროს განვითარება და შანსი მისცენ
თემური
22:37 24-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული