19 მატჩში გატანილი 15 გოლი - ქართველი ფორვარდი უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო მეგოლეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 24 ივნისს, უკრაინის პირველი ლიგის მატჩში "ინგულეცმა" საკუთარ მოედანზე "გირნიკ სპორტი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, შეხვედრაში კი პირველი გოლი ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ გაიტანა.

"ინგულეცი" ამ გამარჯვების შემდეგ ლიგას სათავეში ჩაუდგა, ხოლო ნიკა სიჭინავამ კი ბომბარდირთა სიაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

ქართველ თავდამსხმელს პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 15-ჯერ მოახერხა. 2020 წლის დასაწყისში უკრაინული სპორტული გამოცემები წერდნენ, რომ ქართველის გადაბირებით კიევის "დინამო" იყო დაინტერესებული.

ნიკა სიჭინავა 25 წლის გახლავთ, სიმაღლეში 185 სმ არის და
ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელია. ქართველი "ინგულეცში" მე-4 სეზონს ატარებს. შარშან უკრაინის თასის ფინალშიც ითამაშა, თუმცა დავით ხოჭოლავას "შახტართან" დამარცხდა.

ავტორი გიორგი ღავთაძე


მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარ ფორმაშია სიჭინავა. ფიზიკურად ძლიერია და გოლის კარგი ალღო აქვს. უკრაინის ქვედა ლიგაშიც არაა მარტივი გოლების გატანა. მითუმეტეს პანტაპუნტით არ ცვივა მანდ გოლები. მის გუნდს 33 გოლი აქვს გატანილი და აქედან 15 ნიკამ შეაგდო. კარგი შედეგია. უკეთეს გუნდს იმსახურებს
giga
15:47 25-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული