"ჰურიეთი": "ფენერბახჩე" კიტეიშვილს 1 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
თურქული "ჰურიეთი" იტყობინება, რომ "ფენერბახჩე" დიდ სიურპრიზს ამზადებს - 10 ნომრის პოზიციაზე 32 წლის გერმანელი თავდამსხმელის, მაქს კრუზეს ნაცვლად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევს, ოთარ კიტეიშვილს შეიძენს.

გამოცემის ცნობით, სტამბულური კლუბის წარმომადგენლები კიტეიშვილის თამაშს აკვირდებოდნენ, მის შესახებ კი ინფორმაცია შოთა და არჩილ არველაძეებისგან მიიღეს, რომლებმაც ყოველმხრივ დადებითად დაახასიათეს.

კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი "ფენერბახჩეს" 1 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
აქ ისეთი კომენტარები იწერებე მართა მიკვრის რო წერთ რო თურქეთში 100 ჯერ მეტს მოითხოვენოო გერმანიაში არ მოითხოვენ ან ნებისმიერ ლიგაში ლეგიონერისგან უფრო მეტს ვიდრე ადგილობრივი ფეხბურთელისგან ?? ანდა თუ წერთ იმას რო თურქეთს ვერ გაქაჩავსოო და იქ ვერ ითამაშებსოო ამ შემთხვევაში თქვენი ლოგიკით მაშინ გერმანიას რომელიც უფრო ძლიერი ლიგაა თურქეთზე იმას როგორღაა "გაქაჩავს" ესეიგი იქ საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდება და ბოლოს რო წერთ ლობჟანიძე და შენგელია არ თამაშობენ და სკამზე სხედან და ხანდახან შეყავთო თუ თურქეთის ჩემპიონატს არ უყურებთ სტატისტიკას მაინც ჩახედეთ და მახავთ რომ შენგელიას 22 თამაში აქვს ჩატარებული თურქეთში და ან ძირითადში იწყებს ან მეორე ტაიმში შედის და მიუხედავად იმისა რომ შემტევია და გოლები ვერ გააქვს ნდობა საკმაოდ დიდი აქვს 1224 წუთი აქვს მოედანზე გატარებული მეტი ნდობა არ ვიცი იგივე ლობჟანიძეც 10 თამაში აქვს ნათამშები და საშუალოდ 60 წუთს ყოველთვის თამშობს და როგორ არიან როტაცის ფეხბურთელები თქვენი ლოგიკით გაუგებარია მართლა.
Giorgi
29 ივნისი 2020 14:51
0
მეც მაგას ვამბოობ უკვე მერამდენენ ადამიანი წერს რო საბას და ლევანს სათამაშო დრო არ აქვთო და რავიი საიდან მოაქვთ ეს არასწორი ინფორმაციები ვერ ვხდები ტიპები სულ თამაშობენ თან ძირითად , საბა ხო საერთოდ არასდროს მჯდარა მგონი სკამზე პირველი 60-75 მდე . შენეგელია ეხლა ბოლო მატჩი იყო სათადარიგო ისიც გრანს ეთამაშებოდნენ და დაცვითი ფეხბურთელი არჩივნა
ლაშა
29 ივნისი 2020 15:01
0
ფენერბახჩეში გადასვლა ორი რამის გამოა არასწორი: 1. თურქეთია და არა გერმანიის ბუნდესლიგა, სადაც კიტეიშვილს ასევე შეუძლია გაქაჩოს, იმსახურებს კიდეც ბუნდესლიგას. 2. ფენერბახჩეში, ბეშიქთაშში, გალათასარაიში უცხოელი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მოელიან სუპერ ასპარეზობას. ათჯერ უკეთესს, ვიდრე ადგილობრივებისგან, თუ არადა სკამზე დასვამენ. ისმის კითხვა, კიტეიშვილს აქვს ამდენი რესურსი? არ მგონია კიტეიშვილს ფენერბახჩეს ლიდერობა შეეძლოს. ამიტომ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სავარაუდოდ სკამზე დასვამენ და ლევან შენგელიასავით და საბა ლობჟანიძესავით ხანდახან შემოიყვანენ ხოლმე. აგრე ნახავთ თუ ასე არ იქნება.
ჯერი
29 ივნისი 2020 12:50
9
გამაგიჟებს ეს ხალხი საბა მითუემეტეს სულ ძირითადში და შენგელიაასაც საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო აქვს ბოლო მატჩს თუ არ ჩავთვლით ძალიან ბევრი თამაში ზედიზედ ძირითადში იყო. საიდან მოგაქვთ ეს არასწორი ინფორმაციები მაგრად მაინტერესებს
ლაშა
29 ივნისი 2020 14:58
0
ძალიან მომწონს ეს ბიჭი, მაგრამ რაღა მანდ გადასულა და რაღა ემელესში. გაიგეთ რა რომ ეს თურქეთი არასაფეხბურთო ქვეყანაა, უბრალოდ ჩვენ ჩემპიონატს ჯობია. ეგ ტრამპლინი არაა. ჯობია მოიცადოს ცოტა სადაც არის და აუცილებლად ექნება მოწვევები ევროპიდან. ნაკრებშიც მაგრად თამაშობს და ცოტა მოთმინება უნდა უბრალოდ, ნუ იჩქარებ ოთო
გადასარევი გიორგი
29 ივნისი 2020 01:23
18
24 თუ 25 წლის ასაკში რომ ავსტრიიდან თურქეთში მიდიხარ ჩათვალე დაამთავრე კარიერა. ოთოს ყველა მონაცემი აქვს რომ უფრო ძლიერ ჩემპიონატში ითამაშოს. ცუდი კლუბი არცერთი არაა მაგრამ სიტყვაზე ლალიგაში ან ბუნდესლიგაში უფრო განვითარდება ჩვენი ფეხბურთელი ვიდრე თურქეთში. თან იქიდან თავის დაღწევა იოლი არ გეგონოთ. ევროპაში იმას აძლევენ ფეხბურთელს რაც ეკუთვნის და ამ რუსეთში, თურქეთში, ყაზახეთში ყველამ იცის რომ ბევრად მეტს უხდიან და ქართველს კიდე მეტი რა უნდ :) ფული ჩაიყოლებს ეგრევე. ოთო გონიერი ბიჭიქ ისედაც და იმედს ვიტოვებ ბოლომდე რომ სისულელეს არ ჩაიდენს
დჰდხ
29 ივნისი 2020 00:59
20
თქვენ რომელ გუნდებში გითამაშიათ და რა იყო თქვენი პრიორიტეტი გუნდი თუ ანაზღაურება?
ფგტფ
29 ივნისი 2020 01:58
1
ხათრით თურქები არავის აიყვანენ თან ფულს იხდიან ასე რო კიტეიშვილმა დაიმსახურა უფრო მაღალ დონეზე თამაში.წარმატებები .
zaza
29 ივნისი 2020 00:37
2
რა სისულელებს წერთ კიტეიშვილი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ვეღაც არველაძის რეკომენდაცია არ სჭირდება,ეს რეკომენდაციები რუსეთშია და არა ევროპაში,ფეხბურთელს საბამ გუნდში მიიყვანენ აკვირდებიან და სწავლობენ,მერე ან უნდათ ან არა და ეს რუსულ კომუნისტური სისულელები არ დაწეროთ
rustavi
28 ივნისი 2020 23:48
14
ბეშიქთაშში და ფენერბახჩეში გადასვლა თუ არაა წარმატება, მაშინ რა ვიცი. მითუმეტეს იმ რეალიბის ფონზე რა დონეზეც დღეს არიან ჩვენი ფეხბურთელები.// ბოლოსდაბოლოს ეს ორი გუნდი თურქეთის გრანდები არიან, და არც თურქეთია ჭ კლასი, ხალხიც ბლომად დადის, თან ამ ორ გუნდს დიდი გულშემატკივრები ყავს, და ამ ავსტრიებს და შვეიცარიებს და ბელგიებს 100 თავით კობია ბეშიქთაშიც , ფენერბახჩეც და გალათასარაიც! რობინიო თამაშობს ბასაკშეჰირში და ჩვენმა თუ ფენერბახჩეში გადავიდა , ეგააა უკუსვლაა???
Vasili
28 ივნისი 2020 23:46
2
გიოს - "ჰურიეთი" (თავისუფლება) თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, უდონო საიტი ნამდვილად არაა. რას ერჩი ამ ხალხს? რომ არ იცით, იმაზე კომენტარებს რატომ აკეთებთ?
გოჩა
28 ივნისი 2020 23:32
1
გოჩა ჰურიეთი წამყვანია თუ არა ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ეხლა შევედი მაგათ საიტზე და არსად არფერი ესეთი არ წერია
ამას ვამბობ რო რა ჰურიეთი რის ჰურიეთი სად ნახეს ესეთი რამე რო ეწერა იქნებ მიუთითონ
თუ მეშლბა ბოდიშს მოვიხდი მაგამ არ მგონია რომ შეძლონ დადასტურება
Gio
29 ივნისი 2020 01:15
2
რატო წერთ ესეთ სულელურ სტატიებს
რა არველაძემ უთხრა რა ფენერბახჩე
ჰურიეთმა თქვა ესეთი უდონო საიტების ინფოება რო ავრცელებთ სირცხვილია
თქვენს არაპროფესიონალიზმზე მეტყვრლებს
Gio
28 ივნისი 2020 23:19
17
ეგრეა , ძან მაგარი იქნება ორივე თუ გაიჩითა , კიტეიშვილი დარწმუნებული ვარ გაამართლებს , ძაან ჭკვიანი და სტაბილური ფეხბურთელია ნინუა არ ვიცი
ემირ
28 ივნისი 2020 22:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული