ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერს 1 ადამიანი გადაწყვეტს - თურქებს ფეხბურთელი არველაძემ ურჩია

AutoSharing Option
როგორც თურქული გამოცემა milliyet-ი იტყობინება, სტამბულის "ბეშიქთაშის" წარმომადგენლები შოთა არველაძეს დაუკავშირდნენ და სწორედ მან ურჩია "შავ-თეთრებს" ნიკა ნინუას კანდიდატურა.

თავად შოთამ თბილისის "დინამოს" 21 წლის ნახევარმცველის შესახებ გამოცემასთანაც გააკეთა კომენტარი და ნინუა შეაქო.

"მინდა გითხრათ, რომ "ბეშიქთაშმა" სამიზნეში ძალიან კარგი ფეხბურთელი ამოიღო. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ნიკას რისკიანად თამაში უყვარს, როგორც გამოცდილ ფეხბურთელებს შეეფერებათ.

ის ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს და ბრწყინვალედ შეუძლია შეტევის წარმართვა. თუკი "ბეშიქთაში" ნინუას შეუთანხმდება, კლუბი საკუთარ რიგებში ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს მიიღებს", - განაცხადა ტაშკენტის "ფახთაქორის" დამრიგებელმა.

საქართველოს ნაკრების
ექსფორვარდმა კომენტარი იმის პოზიციის შესახებაც გააკეთა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ჩემპიონატი თურქეთის სუპერლიგასთან შედარებით სუსტია და ნინუას იქ თამაში გაუჭირდება.

"რა, მე და არჩილი საიდან მოვედით თურქეთში? სწორედაც რომ საქართველოს ჩემპიონატიდან და არა ბუნდესლიგიდან. ყველა ლიგაში თამაშობენ კარგი ფეხბურთელები.

ნიკა ახალგაზრდა მოთამაშეა. სადაც უნდა წავიდეს, ყველგან მოუხდება იქაური სტილის ფეხბურთთან შეგუება. თუ "ბეშიქთაში" მის ტრანსფერს გადაწყვეტს, მისი სახით გუნდს ძალიან ბევრს შემატებს, როგორც ნინუა მიიღებს "ბეშიქთაშისაგან" ბევრს", - თქვა შოთამ.

თავად გამოცემა კი წერს, რომ "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობა ნინუას ტრანსფერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს.

კვირის შუაში კლუბის პრეზიდენტი აჰმეთ ნურ ჯები, სპორტული დირექტორი ერდან თორონოღულარი და გუნდის მთავარი მწვრთნელი შერგენ იალჯინი შეხვედრას გამართავენ. თუ იალჯინი თანახმა იქნება, ნინუას კონტრაქტის გასაფორმებლად სტამბულში მიიწვევენ.

ავტორი ბექა ბექაური


მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებებს ვუსურვებ ნინუას, მაგრამ მეეჭვება თურქულ გრანდში თავისი სიტყვა თქვას. ვერც შოთას დავეთანხმები - ის და აჩი საბჭოთა "დინამოს" აღზრდილები იყვნენ. ორიოდე სეზონი ითამაშეს ისეთ საქართველოს ჩემპიონატში, სადაც ყველანი საბჭოთა საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები იყვნენ და ის ჩემპიონატი დონით ბევრად ჯობდა დღევანდელს. მერე კი წავიდნენ თურქეთში და მაშინდელი თურქული ლიგა ახლანდელთან ახლოსაც ვერ მოვა. ასე რომ, სხვაობა თვალშისაცემია.
korben dallas
29 ივნისი 2020 15:40
3
გეთანხმები, თუმცა თუ შრომა უყვარს და ზარმაცი არაა შეუძლია ბეშიქთაში კი არა უფრო მაღალი დონე გაქაჩოს ნიჭი ნაღდათ არ აკლია.
hhh
29 ივნისი 2020 16:25
0
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდნენ მეთქი ეგ არ მითქვამს, მაგრამ ის სკოლა ხომ გაიარეს სიჭაბუკეში ? საქართველოს პირველ ორ-სამ ჩემპიონატში (აფხაზეთის ომამდე) საკმაოდ მაღალი დონე იყო და დინამო მაინც ერთი თავით მაღლა იდგა სხვებზე. გურია, ცხუმი, შევარდენი 1906, გორდა მშვენიერ ფეხბურთს თამაშობდნენ.
korben dallas
29 ივნისი 2020 22:51
0
ყველა გამოხმაურება
ცხვრის ფასად ყიდულობენ კიდე ტირიან
gela
29 ივნისი 2020 18:22
2
შერგენ იალჯინი კი არა სერგენ იალჩინი,თურქეთის ქინქლაძე იყო ცნობისთვის.
ზეზვა
29 ივნისი 2020 17:52
0
აშკარად ბოლო წლების ტოპ ტრანსფერია, წარმატებები ნინუას!
dzeke
29 ივნისი 2020 17:03
0
ეარმატებები ნინუს,მაგარი ფეხბურთელია,ეს რუსულ კომუნისტური რეკომენდაცია რას ნიშნავს?გუნდი აკვირდება ფეხბურთელ და მერე ან მიყავს ან არა,ვიღაცის რეკომენდაცია რაღა უბედურებაა,
ლორდი
29 ივნისი 2020 16:40
5
უფრო სამომავლო პერპექტივისთვის უნდათ წაიყვანონ.ახლა ნინუა ბეშიქთაშის ძირითადში თითქმის წარმოუდგენელია,უბრალოდ ნიჭი დაინახეს და ყიდვა უნდათ.დიდი ალბათობით გაანათხოვრებენ.შენგელია ნინუაზე გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელია,მაგრამ აგერ ქონიას ძირითადშიც კი ვერ ხვდება...იგივე ლობჟანიძეც არაა შეუცვლელი ფიგურა ბოლოადგილოსან გუნდში.
master
29 ივნისი 2020 17:16
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული