ცეცაძის სომეხი წინამორბედი გიაზე: ქართველის დონემდე არ დავეცემი

AutoSharing Option
უკრაინული "ლვოვის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ეგიშე მელიქიანმა გია ცეცაძის გამონათქვამს (გუნდს ტაქტიკური განსწავლულობა აკლია) უპასუხა.

"დიახ, მისი ეს კომენტარი წავიკითხე. თუმცა ცეცაძის სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ განსხვავებული ადამიანები და სპეციალისტები ვართ.

ასე რომ, ასეთ გამონათქვამზე რეაგირებას არ ვაპირებ, ამას აზრი არ აქვს. არ ვაპირებ, ქართველი კოლეგის დონემდე დავეცე.

ჩემი "ლვოვში" მუშაობის დროს ტაქტიკას დიდი ყურადღება ექცეოდა, ხოლო ცეცაძის გუნდის ტაქტიკური მუშაობის შედეგი რა იქნება, ამას დროს გვიჩვენებს", - განაცხადა მელიქიანმა.

მომზადებულია Football.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
შენი წინამორბედი კოლეგა კი არ უნდა აკრიტიკო შენ საქმეს უნდა მიხედო. სწორი პასუხი გასცა
gio
01 ივლისი 2020 15:32
14
მარტალი ხარ ამან სლოვაკეტტან პურტხებიტ დაოწყო და ეხლა სხვებს მიადგა უნრალოდ კოლეგის უპატივცემულობაა
L.J.
01 ივლისი 2020 15:59
12
ამ შემთხვევაში მართალია სომეხი მწვრთნელი. მეტად არაკორექტული განცხადება გაუკეთებია ქართველ მწვრთნელს. დაბალი ინტელექტის ჰყოფილა. მაგრად შეეშალა!
ავაზა
01 ივლისი 2020 13:39
11
თავიდან სათაურის ნახვისას, ამ სომეხის გინებას ვაპირებდი მაგრამ სტატია რომ წავიკითხე, უნდა ვაღიარო რომ ეს კაცი მართალია. ცეცაძე თუ უკეთესია,
მის გაკენწლვას თავი დაანებოს და დაგვანახოს საბოლოო შედეგით
სიმართლე
01 ივლისი 2020 14:16
6
სამწუხაროდ მართალია ეს პიროვნება, პატივი უნდა სცე კოლეგას,თუმცა ცეცაძის ეს უტაქტობა არახალია.
ჯანო
01 ივლისი 2020 13:51
11
სათაური ისე წერია თითქოს სომეხმა მოგვაყენა შეურაცყოფა ქართველებს , ქართველობის გამო !!! არადა წავიკითხავ და სულ სხვა რაღაც წერია, უფრო მეტიც ! მართალი ყოფილა. და რას ერჩი?! / ისე კი ძააან მეგოიმება უკვე სათაურით დაბმული, მკითხველი! მოძველდა ეგ ფანდი ჟურნალისტიკაში! მოძვეეელდააა!!!!
Vasili
01 ივლისი 2020 22:05
4
რა უნდა ჰქნა და ეგ სომეხი მართალია
საბა
01 ივლისი 2020 14:27
15
არ გაიშვა ორთავეს სტრატეგობა:)))
პაატა
01 ივლისი 2020 22:54
6
ორი ძლიერი სტარატეგი!!
buba
02 ივლისი 2020 08:19
2
თუ ასე მოიხსენია წინამორბედი ვინცარ უნდა იყოს სომეხი თუ ფრანგი სწორი პასუხიც მიუღია მისგან რომ ის არაა იმ დონის სპეციალისტი რომ ღირდეს გამოკიდება. საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო ცეცაძე და არა ბრახაბრუხა საუბარმა
გიორგი
01 ივლისი 2020 17:07
8
შეიძლება ცეცაძემ რაც თქვა ეგ მართალია, მაგრამ არ უნდა ეთქვა და არცა სწორი არანაირი გაგებით. საქმე აკეთოს დადოს შედეგი და დავინახავთ ყველა. წარმატებებს ვუსურვებ ორივეს
გოგა
01 ივლისი 2020 20:30
4
თუ ტაქტიკურად განსწავლული გუნდი ყავდა, მაშინ რას მიჩოჩიალობს ბოლოში?
ჰაჰა
01 ივლისი 2020 14:22
6
შეიძლება გუნდი ტაქტიკურად მომზადწბული იყოს მაგრამ ფეხბურთელების კლასი იყოს დაბალი მაგაზე არ გიფიქრია
L.J.
01 ივლისი 2020 15:57
4
მე რატომ ვიფიქრო? იფიქრა ცეცაძემ და თქვა, ფეხბურთელები არაფერ შუაშია, ტაქტიკაშია საქმეო. კიდევ შეტევა უნდა გავაუმჯობესოთო და მოგებას მოვუმატოთო. აბა, რა ეთქვა. ყველაფერი კარგად არის და ვაგრძელებთ მელიქიანის სიტემით თამაშსო? ამაზე თუ გიფიქრია?
ჰაჰა
02 ივლისი 2020 11:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული