ქართველები რუსეთში მეგობრულად დაშორდნენ

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების კლუბები დაუპირისპირდნენ - "უფამ" საკუთარ მოედანზე "რუბინს" უმასპინძლა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების სამივე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. მასპინძელთა რიგებში შეხვედრა სრულად ჩაატარა ჯიმი ტაბიძემ, ხოლო "რუბინის" რიგებში - ხვიჩა კვარაცხელიამ, ზურიკო დავითაშვილმა მოედანზე 88 წუთი გაატარა.

ჯიმიმ შეხვედრა, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარა, ძალიან დამაჯერებელი იყო დაცვაში და შეტევასაც ეხმარებოდა ხოლმე. ერთ-ერთი შეტევისას ქართველმა მცველმა მეტოქის კარისკენაც შორიდან გაისროლა. მართალია, არაზუსტად, თუმცა მაინც.

"რუბინის"
შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო იყო. თავისი გუნდის არაერთი შეტევა წამოიწყო, ხშირად აჰქონდა ბურთი დრიბლინგით საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის ნახევარზე, ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია "უფას" საჯარიმოში, 2-ჯერ ზუსტად დაარტყა კარში და ორივეჯერ საკმაოდ სახიფათოდ.

ზურიკო დავითაშვილი კი, როგორც მას სჩვევია, ბოლომდე იბრძოდა. გამთამაშებლის პოზიციაზე მოთამაშე ზურიკომ რამდენიმე კარგი პასი გააკეთა, დაცვასაც ეფექტიანად ეხმარებოდა.

შეხვედრის ბოლოს "უფას" რიგებში მოედანზე ნიკა გიორგობიანიც გამოჩნდა.

აღნიშნული თამაშის შემდეგ "უფამ" 32 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე მყოფ "სპარტაკს" გაუთანაბრდა. "რუბინს" კი ჯამში 27 ქულა აქვს და ისევ მე-12 ადგილზეა.




მკითხველის კომენტარები / 9 /
ხო მაგრად თამაშობს ჩაკვეტაძე გადაურევია პრაფესორები კაცო ბელგიაში ტაციაობაა თურმე პირველი რომელი ტოპ კლუბი იყიდის

რა ლოგიკასაც ავითარებთ ხოლმე რუსეთის ჩემპზე ეგრე ყველაფერზე შეგიძლია თქვა, ადამიანი თუ უდისციპლინო და გართობისკენ მიდრეკილი ხარ მაინც კლუბებს და დროსტარებას გადაყვები მოსკოვშიც, ყაზანშიც და ბერლინშიც, თქვენ გგონიათ გერმანიაში და საფრანგეთში ნაკლები რესტორანი და კლუბია? თარგამაძე იყო ბავშვობაში გერმანიაში, დადგა რამე მაგისგან?

მოწესრიგებული ტიპი იმ რუსეთის ჩემპიონატს გამოიყენებს ტრამპლინად, მანდაც კარგად ითამაშებს მერე სხვაგანაც წავა, და რეიტინგს ჩახედეთ აბა მერამდენეა თუ არ იცით ვინმემ
rustavi-ს
12:27 02-07-2020
3
ვინც რუსეთის ჩემპიონატს უყურებს ყველა დამეთახმება რომ რუსეათის ჩემპიონატი არის ძალიან მძიმე და არასანახობრივი მატჩებით სავსე ძალის მილერი ფეხბურთი ჭარბობს ძალიან იშვიათია რომ 2 ზე მეტი გოლი გავიდეს თამაშებში და არ მინდა რო ეს მართლაც ოქროს ბიჭები დარჩნენ რუსეთში წლები ჩემი აზრით შეიძლება ვცდები მაგრამ ევროპაში თუ წავლენ მეტი შანსი აქვთ დიდი ფეხბურთი ითამაშონ
გიორგი
00:39 02-07-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული