გია გრიგალავას უთამაშებლობის მიზეზი კორონავირუსი არაა

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" მცველი გია გრიგალავა მოსკოვის "დინამოსთან" მატჩის განაცხადშიც არ იყო, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებული, თუმცა ეს გუნდის დროებითმა მწვრთნელმა სერგეი პოდპალიმ უარყო.

პოდპალის თქმით, ქართველმა "ახმატთან" შეხვედრაც ტრავმის გამო გამოტოვა, თავად ნახა კლუბის ბაზაზე, რომ კოჭ-წვივი აქვს დასიებული, მკურნალობს და სავარაუდოდ, 2-3 ტურის შემდეგ მწყობრში ჩადგება.

ტულელთა მწვრთნელი იგორ ჩერევჩენკო რამდენიმე დღის წინ გადააყენეს, გუნდს დროებით პოდპალი უდგას სათავეში და "ლოკომოტივიდან" დათხოვნილი იური სიომინის მიწვევა სურთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული