ფოტო: fcufa
საქართველოს ნაკრებისა და რუსული "უფას" მცველმა ჯიმი ტაბიძემ საკუთარი კლუბის კარი აშკარა გოლისგან "ურალთან" ფრედ, 1:1 დასრულებულ შეხვედრაში იხსნა და მატჩის ბოლოს საგოლე შეტევაშიც უდიდესი როლი შეასრულა.
ჯიმიმ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჯერ პირველ ტაიმში გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როცა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
მატჩის მიწურულს, როცა კაცნაკლული "უფა" 0:1 მარცხდებოდა, ქართველმა მცველმა მეტოქის მოედანზე ჯერ საჰაერო დუელი მოიგო, შემდეგ ფლანგზე გადაიტანა ბურთი, ჩაწოდებას კი გოლი მოჰყვა.
აღნიშნული თამაშის შემდეგ "უფამ" 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.
ტაბიძის თანაგუნდელი მოედნიდან არ გავიდა, ის "რომას" სურს და კვარაცხელიამ სისხლი გაუშრო [VIDEO]
ტაბიძემ სრულად ითამაშა - "უფას" კიდევ ერთმა ქართველმა მოაგებინა