ტაბიძემ სრულად ითამაშა - "უფას" კიდევ ერთმა ქართველმა მოაგებინა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "უფამ" საკუთარ მოედანზე "ტამბოვი" მიიღო და ნიკა გიორგობიანის 90+1-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა მეტოქე - 2:1.

საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩნდა და შეხვედრა სრულად ჩაატარა. რაც შეეხება გიორგობიანს, რომელიც სოჭში გახლავთ დაბადებული, 22 წლისაა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ის მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა და თავის გამოსაჩენად 5 წუთი ეყო.

"ტამბოვის" შემადგენლობაში სრულად ჩაატარა შეხვედრა მეკარე გიორგი შელიამ, ხოლო გურამ თეთრაშვილი 36-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. არ უთამაშია გიორგი მელქაძეს. სამაგიეროდ, 56-ე
წუთზე მოედანზე ვლადიმირ კაბახიძე გამოვიდა, რომელიც 20 წლის გახლავთ და ასევე რუსეთის მოქალაქეა.

ამ გამარჯების შემდეგ "უფამ" 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.




მკითხველის კომენტარები / 3 /
დარწმუნებული ვარ ევროპიდან იქნება წინადადებებები და ეს რუსებიც ვერ იტყვიან უარს. უფაა ბოლობოლო ცსკა ან ზენიტი ხოარა
Van gaali
22:02 21-06-2020
1
ეს ტაბიძე ძალიან მომწონს.სტაბილურია,თან ასაკითაც პატარაა,გუნდიც ნორმალურია.იმედია კარგი კარიერა გამოუვა.წარმატებები,ღმერთი შენსკენ
master
20:15 21-06-2020
0

სიახლეები პოპულარული