ავსტრიულმა "ვოლფსბერგერმა" "დილას" მარცხენა მცველის, გურამ გიორბელიძის ტრანსფერი დაადასტურა.
"24 წლის მცველმა "ვოლფსბერგერთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გურამ!", - წერს კლუბის ვებგვერდი.
გიორბელიძის "ვოლფსბერგერში" გადასვლის შესახებ ინფორმაცია ბევრმა ავსტრიულმა საიტმა გაავრცელა.
"ვოლფსბერგერი" ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.
და ზოგადად ევროტურნირებზე ქართული გუნდები ავსტრილთან (რედ ბულის გარდა) სულ თანაბრად იბრძოდნენ.