გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონეთის თასის ფინალში "კრაკოვიასთან" ანგარიშით 0:3 განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"რთული შეხვედრა იყო. "კრაკოვიამ" ორი შემთხვევითი გოლი გაიტანა. ჩვენ მთელი შეხვედრის მანძილზე ვუტევდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

მიუხედავად ამისა, ყველამ წინ უნდა გავიხედოთ, შაბათს გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ და ჩემპიონები გავხდეთ. ვაგებთ თუ ვიგებთ, ჩვენ მაინც ერთად ვართ.

ამ თამაშში კი კონცენტრაცია დაგვაკლდა, ის ორი გოლიც სრულიად მოულოდნელი იყო. მეორე გოლის დრო კი ხელით თამაშიც იყო, მგონი. შესაძლოა, მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა,
მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოქროს მედლების მოსაგებად. ჩემი მიზანი მხოლოდ ეს არის", - განაცხადა ვაკომ.

შაბათს, 11 ივლისს, "ლეგია" ჩემპიონატის შეხვედრაში დაუპირისპირდება "კრაკოვიას" და თუ მეტოქეს დაამარცხებს, პოლონეთის ჩემპიონი გახდება.

მომზადებულია legia.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული