გვილიამ დუბლით "ლეგიას" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასაზე "ლეგიამ" ვარშავაში ვაკო გვილიას დუბლით 2:0 დაამარცხა "შლიონსკი".

გვილიამ გოლები 35-ე და 54-ე წუთებზე გაიტანა.

პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატის 31 მატჩში გვილიამ 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ყველა ტურნირზე კი მის ანგარიშზე 10 გოლია.

"ლეგია" 63 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "პიასტს" 10 ქულით უსწრებს და 24 ივნისს გასვლაზე "იაგელონიას" დაუპირისპირდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ გვილია იყო ის ფეხბურთელი, რომელზედაც სულ თავიდან, ჩვენი გაუგებარი სტილით მოთამაშე ნაკრებში, საყრდენად დააყენა და ყველა პირველი ბურთი გვილიასთან მიდიოდა, ის იწყებდა ყველა იერიშს და თანდათან ჩვენი ნაკრების სტილიც გამოიკვეთა, მერე კი სამწუხაროდ, როგორც ბევრ ჩვენს მოთამაშეს ემართება, ზარმაცობა დაიწყო და ბევრი გუნდიც მოიარა, განათხოვრებულიც იყო, ახლა ისევ იმ გვილიას ვხედავთ, როგორიც მას შეუძლია იყოს. ეს ძალიან სასიხარულოა, თუ ჩვენი ფეხბურთელები ასევე მონდომებით მიუდგებიან საქმეს, ჩვენი გამჩერებელი არავინ არაა: გვილია, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ოქრი{ თუ მოინდომა}, ქვილითაია, ანანიძე{თუ ტრავმებს მოიშორებს}, დავითაშვილი, პაპუ, არაბიძე, ლობჟანიძე, მჭედლიძე, ეს ძალაა, სერიოზული ძალა, ამ ბიჭებს შეუძლიათ ისტორია დაწერონ, მთავარია ეს გაითავისონ და მერე შეასრულონ, ოღონდაც ამას თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, მოინდომებენ? ისტორიას დაწერენ, არადა... ყველაფერი მათ ხელშია. დავიჯეროთ მათი და ერთად დავამარცხოთ ნებისმიერი მეტოქე! წინ საქართველო!!!
1
საერთოდ დასავლეთ საქართველოდან მეტ ფეხბურთელს უნდა მიეცეს შანსი!
გოროზა
10:41 22-06-2020
3

სიახლეები პოპულარული