ოფიციალურად - ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ვიცე-ჩემპიონ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე "მეზეკოვეშდიდან" "ფეჰერვარში" (ვიდეოტონი) გადავიდა.

ზივზივაძის აწ უკვე ყოფილი გუნდი კარგა ხნის განმავლობაში ჩემპიონატზე მეორე ადგილზე მიდიოდა და თასის ფინალშიც გავიდა, მაგრამ სეზონის დასკვნითი ნაწილი ჩააგდო, თასის გარეშე დარჩა, ხოლო ქვეყნის პირველობაზე მე-4 ადგილზე გავიდა.

ბუდუმ ჩემპიონატის 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და კარიერას მადიართა ვერცხლის პრიზიორის რიგებში გააგრძელებს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ზოლტან კოვაჩმა ზივზივაძის პრეზენტაციაზე თქვა, რომ მისი თამაში ორი წლის წინ თბილისის "დინამოსა" და "დუნაისკა" სტრედას" დაპირისპირებებისას ნახეს, გასულ სეზონში კიდევ უფრო კარგად დააკვირდნენ და სასარგებლო
ფეხბურთელი დაიმატეს.

თავად ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ უნდა გუნდს ჩემპიონატისა და თასის მოგებაში და ევროპა ლიგაზე წარმატებულ ასპარეზობაში დაეხმაროს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია ძალიან, ასე არ ჯობია? მიბაძეთ დანარჩენებო, კაცი გადავიდა ნორმალურ ევროპულ (თუნდაც საშუალო დონის) გუნდში. უნგრეთის მასშტაბით სწორედ რომ ნორმალური გუნდია და თუ აქ თავს გამოიჩენს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ უკვე უკეთეს ჩემპიონატში თამაშის შანსებიც ექნება
fani
22:43 10-07-2020
2
წარმატებები
გიორგი
21:00 10-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული