12 წლის შემდეგ პირველად - ქართველმა "ლა ლიგაში" ითამაშა

AutoSharing Option
"ლევანტეში" 21 წლის ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა.

ქოჩორაშვილი უკვე ლა ლიგის რამდენიმე მატჩში იყო განაცხადში, დღეს, 36-ე ტურში, "ბილბაოსთან" საშინაო შეხვედრაში კი მწვრთნელმა პაკო ლოპესმა 89-ე წუთზე რუბენ როჩინას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.

"ლევანტე" 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარია, რომ გიორგიმ პრიმერაში ითამაშა. ბოლო ასეთი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე იყო, რომელიც ასევე "ლევანტეს" რიგებში 2008 წელს გამოდიოდა.

ის "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, 2018 წელს "ჟირონაში" გადავიდა, ხოლო 2019 წელს "ლევანტემ" სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ლევანტე" 43 ქულით მე-12 ადგილზეა, ევროტურნირებზე ვერ
გავა, თუმცა არც გავარდნის საფრთხე ემუქრება და 16 ივლისს ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება. იმედია, მომავალ შეხვედრებში ჩვენებურს უფრო მეტი სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
...
ქოჩორაშვილი ქოჩორაშვილია და წარმატებები მას...
13 ივლისი 2020 19:26
0
ეხლა მთავარია თამაშიც ისწავლოს და ძუნძულიდან სირბილზე გადავიდეს, ეს კი არც თუ ისე ადვილია.
მიდი გიო მიაწექი, შენ შემოგყურებს მთელი თეთრიწყარო და ჩუმათელეთი. იხარე ჭერო, ჩაკვდი მტერო! აი ასე...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13 ივლისი 2020 14:15
5
სავარაუდოდ გაუხანგრძლივებენ იმიტომ, რომ 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს აქედან 1 წელი მალე გავა და ესპანელები წარმატებულ ახალგაზრდას აუცილებლად გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებენ. ასე იციან კიდეც მანდ. ეს ბიჭი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდა თაობის
Wisla
13 ივლისი 2020 13:21
1
ვულოცავ ქოჩორაშვილს ლა ლიგაში დებიუტს, ძალიან სასიხარულოა ახლაგაზდა ქართველი ფეხბურთელის დებიუტი. იმედია უფრო გაგვახარევ და ძირითად შემადგელობაში ჯერ გარკვეულ დროს და შემდეგ ძირითადში დასამკვიდრებლად შრომას არ დააკლებს. წარმატებები ქოჩორაშვილს.
G.LA
13 ივლისი 2020 12:13
0
რა თქმა უნდა წარმატებები გიორგის. ტყუილად არავინ არ გამოცდიდა. ეს ხომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა. იქეთ კვარაცხელია უკვე სერიოზულად ათამაშდა. ჩაკვეტაძე ვიცით რაცაა...სხვებიც გვყავს.იმედია, ახალგაზრდები გაამართლებენ. სხვანაირად არც შეიძლება.საქართველოში იყვნენ და იქნებიან ტალანტები. დანაშაულის ტოლფასი იყო ჩვენი ფსკერზე ყოფნა. მთავარია მინიმალური ხელშეწყობა და შრომა. დიდი იმედი მაქვს ევროპა-2021-ზე ვიქნებით
merabi-1960
13 ივლისი 2020 11:56
1
აუ რამდენი ხანი ველოდი თუნდაც ესე ბოლო ორი სამი წუთით შემოსვლას . წარმატებები გიორგის
ლაშა
13 ივლისი 2020 11:42
0
ვულოცავ დეპიუბტს და წარმატებას ვუსურვებ მომავალში. რამდენი ბოღმიანია, იმის მაგივრად რომ მიულოცონ სკამზე ჯდომაზე დაიწყეს, აბა რა სჯობს როტორში და სტატორში იყოს? კარგი დასაწყისია, იმედია შრომმისმოყვარეობით ბევრს მიაღწევს და ხშირად ვიხილავთ პრიმერაში.
Nick
13 ივლისი 2020 10:27
0
ეხლა უნდა გამოცადოს მწვრთნელმა ახალი ფეხბურთელები. წარმატებები გიორგის!
მერაბი
13 ივლისი 2020 09:24
0
ვულოცავ გიორგის დებიუტს,ლა ლიგაში.4-5 წუთში მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ,რაც იმას ნიშნავს,რომ წესების დაცვით,ბურთის ართმევა ვერ შესძლეს.ესე იგი არავისზე ნაკლები ტექნიკა არა აქვს.დარწმუნებული ვარ,დარჩენილ თამაშებშიც მისცემენ შანსს და შეხედავენ,რა შეუძლია.ასე რომ, წარმატებები გიო.ყველაფერი შენს ხელშია და რაკი შრომა არ გეზარება,მჯერა,მომავალ წელს,გაცილებით მეტი დრო მოგეცემა.
სოსო
13 ივლისი 2020 09:21
0
ძალიან გამიხარდა, დასაწყისისთვის ესეც საკმარისია.მსოფლიოს პირველ ლიგაში რომ გეყოლება კაცი, მინიმუმ დასაფასებელია,ბევრი შრომით ძირითადიც არ იქნება შორს.ასე რომ წარმატებას გისურვებ ჯიგარო.
ქობულეთიდან
13 ივლისი 2020 09:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული