12 წლის შემდეგ პირველად - ქართველმა "ლა ლიგაში" ითამაშა

AutoSharing Option
"ლევანტეში" 21 წლის ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა.

ქოჩორაშვილი უკვე ლა ლიგის რამდენიმე მატჩში იყო განაცხადში, დღეს, 36-ე ტურში, "ბილბაოსთან" საშინაო შეხვედრაში კი მწვრთნელმა პაკო ლოპესმა 89-ე წუთზე რუბენ როჩინას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.

"ლევანტე" 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარია, რომ გიორგიმ პრიმერაში ითამაშა. ბოლო ასეთი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე იყო, რომელიც ასევე "ლევანტეს" რიგებში 2008 წელს გამოდიოდა.

ის "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, 2018 წელს "ჟირონაში" გადავიდა, ხოლო 2019 წელს "ლევანტემ" სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ლევანტე" 43 ქულით მე-12 ადგილზეა, ევროტურნირებზე ვერ
გავა, თუმცა არც გავარდნის საფრთხე ემუქრება და 16 ივლისს ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება. იმედია, მომავალ შეხვედრებში ჩვენებურს უფრო მეტი სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მარტო ლანძღვაზე რო ხართ გადასულები ეს გაბოროტებული კლავიატურას ამოფარებული ხალხი თან როგორ მეზიზღებით სხვისი წარმატება რო გშურთ.მარტო ცუდის დაწერა რო განაღვლებთ ამაზე დაწერეთ კარგი კარიერა უსირვეთ და წარმატრბები ბიჭმა ტოპ5 ში ითამაშა პრიმერა დივიზიონში რატო ამაზე არ წერთ თქვენი მართლა ....... ხო მიხვდით. წარნატებები ქოჩორ მალე სასტარყოში გეთამაშოს და უფრო მეტი დრო მოგეცეს და გაკოსდგომოდი შენს ქვეყანას
Gaguuu
01:40 13-07-2020
6
21 წლის ფეხბურთელია ახლა უნდა ითამაშოს ფეხბურთი სკამზე ჯდომა ამ ასაკში არ შეიძლება ძალიან გამეხარდება თუ დარჩენილ შეხვედრებშიც და მომავალ სეზონშიც მწვრთნელი სათამაშო დროს მისცემს და მსოფლიოს საფეხბურთო ნომერ პირველ ჩემპიონატში გვეყოლება ფეხბურთელი.
Giorgi
01:15 13-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული