კვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინს" მხსნელად კვლავ ხვიჩა კვარაცხელია მოევლინა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში "რუბინმა" მოსკოვში ფრეს (1:1) მიაღწია ცსკა-სთან.

სტუმრები 0:1-ს აგებდნენ, როდესაც 88-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ნახევარმცველმა ივან ობლიაკოვმა მოცელა. თავიდან მსაჯმა ჩათვალა, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გაფრთხილება გაუუქმა, პენალტი დანიშნა, რომელიც მარკოვმა გამოიყენა და - 1:1.

ყაზანურ გუნდში 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც 83-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე იგორ აკინფეევმა არ დაანება, ხოლო არმიელთა რიგებში შესვენებამდე ითამაშა კონსტანტინე
მარადიშვილმა.

"რუბინი" 34 ქულით მე-9 ადგილზეა და 16 ივლისს "როსტოვს" უმასპინძლებს. თუმცა დარჩენილ ორ შეხვედრას ყაზანური გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან რუსეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თუ გაგახსენდებათ ჯერ კიდევ პანდეემის დროს რამდენ საკუთარი სოფლის ოჯახს დაეხმარა ხვიჩა პირველ რიგში შეგნებებული ადამიანია და ღირსეული სპორცმენი, მარტო იმ ხალხის ლიცვა გეყოფა ჩემო ხვიჩა, სასწაულ ფორმაშია და მართლა ეტყობა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს წარმატებები ( ლიტუში გრუზინ❤️)
Batumi90
19:06 13-07-2020
0
ხვიჩა ჩვენი იმედია, ასევე ზურიკოც. მეკარეები კარგი გვყავს. კარგები არიან დაცვაში კვირკველია, ტაბიძე. ჩაკვეტაძემაც უნდა მოუმატოს. იქეთ გვილია. ერთი სიტყვით გუნდის ხერხემალი არის, რაც საფუძველს იძლევა ცოტა შორს გავიხედოთ, ვიდრე ბელორუსი და მონტენეგროა.
თენგიზ გაბიძაშვილი
18:40 13-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული