milliyet: ნიკა ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერი გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული გამოცემა milliyet-ი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ნიკა ნინუას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბეშიქთაშის" ფორმის მოსარგებად დღეებიღა დარჩა.

"ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა, რომელიც "ბეშქთაშს" დაუკავშირეს, მოუთმენლად ელის, როდის ჩაიცვამს "შავ-თეთრების" მაისურს.

რამდენიმე კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქულმა კლუბმა ტრანსფერი ფეხბურთელსა და "დინამოსთან" შეათანხმა და გარიგების გაოფიციალურებამდე ხელმოწერა იყო დარჩენილი.

ქართულ მხარეს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერი უკვე შედგა. 21 წლის ფეხბურთელი უკვე აღარ ჩნდება "დინამოს" შემადგენლობაში და ზედიზედ მესამე შეხვედრაც
გამოტოვა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის სოციალური მედია კვირების განმავლობაში დახურულია. რაც მედიაში "ბეშიქთაშის" ინტერესზე დაიწერა, თურქული კლუბის ფანების ოდენობა ნინუას მიმდევრებში საგრძნობლად გაიზარდა და ახალგაზრდამ საკმაოდ ბევრი შეტყობინება მიიღო. სწორედ ამიტომ, ნინუამ პროფილი დახურა და დღემდე ასეა."

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეგ თუ სიმართლეა მშვენიერი ტრანსფერია!
წარმატებები და წინსვლა!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
12:12 14-07-2020
1
სუ იწერება კომენტარებში რუსეთი თურქეთ ისტორია შევეშვათ პოლიტიკას და ისტორიას სპორტი და ფეხბურთი გავმიჯნოთ პოლიტიკისგან არცერთი ამ ქვეყნის მიმართ არ მაქვს სიმპატიები მაგრამ თუ ქართველი ფეხბურთელები წავლენ ამ ქვეყნებში სათამაშოდ და იქ მათ ექნებათ ნდობა და სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება არანარი პრობლემა არ მაქვს ამასთან წარმატებებს ვუსურვებ და ვუგულშემატკივრებ სადაც არ უნდა იყვნენ გინდა რუსეთში გინდა თურქეთში და გინდა ამერიკაში მთავარია ნაკრებში ჩამოვიდნენ და ითამაშონ თავდაუზოგავად.
Giorgi
12:26 14-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული