ტყუილად როდი შიშობდნენ "რუბინის" გულშემატკივრები, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ.
matchtv.ru-ს ცნობით, კვარაცხელიას შეძენას მალე "კრასნოდარი" შეეცდება, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.
გამოცემის მტკიცებით, ყუბანური კლუბი ხვიჩას ჯერ კიდევ 2019 წელს აკვირდებოდა, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ რა თანხაც მასში მოსთხოვეს, იმდენი არ ღირდა. მას შემდეგ ქართველის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზარდა.
ხვიჩას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მისი შენარჩუნებით ძალიანაა დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეთავაზებული თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქართველი ფეხბურთელი რუსეთში წავა თურქეთში თუ ამერიკაში სათამაშოდ თუ იქ მას დაფასებენ ენდობიან და კარგ პირობებს შეუქმნიან დაეხმარებიან და ნაკრებშიც გამოძახებაზე პრობლემებს არ შეუქნიან სადაც უნდა იქ ითამაშოს მე სადაც არ უნდა იყვნენ წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს.
სანამ აქვს შანსი უნდა წავიდეს ესპანეთში თორემ მერე გავა დრო და იქნება ისევ როტორუ-კამაზი-ვოლგა