![](https://sportall.ge/pictures/image31/564513f8b313c6344527da339c3bf95d.jpeg)
"გენტის" გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გასული სეზონის გუნდის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დადგინდა.
პირველ ადგილზე 20 წლის კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დავიდი გავიდა, რომელიც მართლაც გამორჩეული იყო და 2 581 ხმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ათეულში სამივე უკრაინელი მოხვდა - რომან იარემჩუკი, იგორ პლასტუნი და რომან ბეზუსი.
!["გენტის" სეზონის ტოპ-ათეულში 3 უკრაინელია და არც ერთი ქართველი Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4d2eefb4b22b7cd2603199835005b8f7.png)
შეგახსენებთ, "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.
ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე "გენტი" მეორე ადგილზე გავიდა, ახალი სეზონი კი მომავალ თვეში დაიწყება და 9 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" შეხვდება.
წინ აქვს მთელი კარიერა და უნდა იშრომოს ივარჯიშოს და ყველას დაუმტკიცოს თავისი შესაძლებლობები წარმატები ჩაკვეს.