"გენტის" სეზონის ტოპ-ათეულში 3 უკრაინელია და არც ერთი ქართველი

AutoSharing Option
"გენტის" გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გასული სეზონის გუნდის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დადგინდა.

პირველ ადგილზე 20 წლის კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დავიდი გავიდა, რომელიც მართლაც გამორჩეული იყო და 2 581 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ათეულში სამივე უკრაინელი მოხვდა - რომან იარემჩუკი, იგორ პლასტუნი და რომან ბეზუსი.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.

ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე "გენტი" მეორე ადგილზე გავიდა, ახალი სეზონი კი მომავალ თვეში დაიწყება და 9 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
მთელი ზესონი გაუცდა და როგორ იქნება მანდ?? დარწმუნებული ვარ რომ მომავალ სეზონში ჩაკვე დამტკიცებს ყველაფერს და წარმატებები მას უდიდესი პოტენციალის და ნიჭის მქონე ფეხბურთელია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ყველაფერი.
წინ აქვს მთელი კარიერა და უნდა იშრომოს ივარჯიშოს და ყველას დაუმტკიცოს თავისი შესაძლებლობები წარმატები ჩაკვეს.
ზურა
21:59 13-07-2020
0
რა თამაშსაც ველოდი ჩაკვეტაძისგან გენტში ის ამიხდა რუბინში კვარაცხელიასგან არადა ვფიქრობდი ევროპა ჯობდა რუსეთის პრემიერ ლიგას იმედი მაქვს გიო მომავალ სეზონში ათამაშდება და ყველას დაუმტკიცებს იმას თუ რაც შეუძლია ბელგიაშიც და საქართველოშიც წარმატებები ჩაკვტაძეს და ქვილითაიას.
Giorgi
21:56 13-07-2020
0

სიახლეები პოპულარული