ლევან შენგელიას გუნდმა ლიდერს საოცარ მატჩში სძლია - ჩვენებური კვლავ სათადარიგო იყო

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 32-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" სახლში 4:3 დაამარცხა ლიდერი "ისტანბული".

შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თუმცა 85-ე წუთზე ქონიელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

ამ გამარჯვებით "ქონიასპორმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

"ქონიასპორი" 18 ივლისს გასვლაზე "ტრაბზონსპორს", ხოლო 26 ივლისს საკუთარ მოედანზე "ალანიასპორს" დაუპირისპირდება.

თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის ამბავი, რა თქმა უნდა, მხოლოდ შენგელიას გამო მოგიყევით, მაგრამ სამწუხაროდ, ის ბოლო 2 შეხვედრაში
სათადარიგოა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დატეულიყო დინამოში და გაეგრძელებინა ისე თამაში აჯობებდა, ახლა დაიწყება მაგის პროწიალი ევროპის ჭ ლიგებში, დასრულდება რუსეთის ჭ ლიგაში და პენსიონერი ჩამოვა საქართველოში
zviadi
14 ივლისი 2020 09:25
2
შენგელიას თურქეთში გადასვლა იყო დიდი სისულელე. აბა რამდენ ლაიქს დააგროვებს :))
გადასარევი გიორგი
14 ივლისი 2020 03:59
10
თურქეთს წართმეული აქვს ჩვენი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი და დავიჯერო ოკუპანტი არ არის? რუსეთთან, აზერბაიჯანთან და კიდევ ბევრ სხვა "მეზობელ" ოკუპანტებთთან ერთად?! ამ დროს ჩვენი სპორცმენები ზუსტად ამ ქვეყნებში არიან გაშვებულები. არცერთ ფეხბურთელზე არ დაგცდენიათ ცუდი სიტყვები რატომ თამაშობენ ან რუსეთშიო ან თურქეთშიო და ასე შემდეგ.ამ დროს რა ამბავი აუტეხეთ თორნიკე შენგელიას. თქვენი უღირსი საქციელის გამო, გვრცხვენია ბევრ გულშემატკივარს! თორნიკეს, რა აღარ აკადრეთ. კიდევ ერთხელ სირცხვილი თქვენ ვაი გულშემატკივრებო.
givi
14 ივლისი 2020 11:25
4
სამწუხაროდ არ წაუვიდა თამაში კონიაში ერთი გოლი მთელ სეზონში შემტევისთვის ძალიან ცოტა შემტევმა გოლები ან საგოლე გადაცემები თუ არ გაკეთა ეს არის უარყოფითი შედეგი ფეხბურთელისთვის ეს ხო მცველი ან საყრდენი არაა რო ართმევები და ჩაჭრების სტატისტიკა დაუთვალონ შემტევს უთვლიან გოლებს და ასისტებს რასაცც ვერ გააკეთა მთელ სეზონში შენგელიამ სამწუხაროდ დროც მისხეს და ნდობაც მარა მისმა ტრანსფერმა ცერ გამართლა კონიასთვის
გიორგი
14 ივლისი 2020 00:55
0
როდის უნდა გაიტანოს მეგობარო,თამაშით არ ათამაშებენ და შესვენებაზე გატანილი გოლები არ ითვლება)
ბათუმის ფანი
14 ივლისი 2020 16:33
3

სიახლეები პოპულარული