"გრანადა 3"-ის ჟურნალისტი აილენ სუარესი იტყობინება, რომ 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა შვეიცარიაში გააგრძელოს.
ამჟამად "რასინგში" იჯარის წესით მოთამაშე პაპუნაშვილს "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაისამდე აქვს გაფორმებული და მას "ლუცერნი" ეპატიჟება, რომლის ღირსებასაც ოთარ კაკაბაძე იცავს.
"ლუცერნი" ქართველი ლეგიონერის ტრანსფერში ფულის გადახდას ვერ შეძლებს და პაპუს თავის კლუბთან ხელშეკრულება უნდა გაწყვიტოს და თავისუფალი აგენტი გახდეს.
მოკლედ, გიორგის "ლუცერნში" გადასასვლელად "სარაგოსამ" გათავისუფლების ფურცელი უნდა მისცეს.
მოკლედ, გიორგის "ლუცერნში" გადასასვლელად "სარაგოსამ" გათავისუფლების ფურცელი უნდა მისცეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპუნაშვილის სამსახურით "ანორთოსისი" და "პანათინაიკოსი" იყვნენ დაინტერესებულნი.