უკრაინის პირველი ლიგის 23-ე ტურში პეტროვეს "ინგულეცი" გასვლაზე ლუცკის "ვოლინს" დაუპირისპირდა და მეტოქე ქართველი ფორვარდის, ნიკა სიჭინავას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა - 1:0.
გოლი კი ქართველს მართლაც ჩინებული გამოუვიდა - პირველივე წუთზე პარტნიორისაგან მაღალი ბურთი მიიღო მეტოქის საჯარიმოში და ულამაზესი "მაკრატელათი" გახსნა ანგარიში. სიჭინავა მეორე ტაიმში შეცვალეს - მის ნაცვლად მოედანზე ფოთის "კოლხეთისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ექსნახევარმცველი ვოლოდიმირ კორობკა გამოვიდა, რომელიც 82-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.
ნიკასთვის ეს ჩემპიონატში გატანილი მე-16 გოლი გახლდათ და პირველი ლიგის ბომბარდირთა სიას დამაჯერებლად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოედანზე მხოლოდ 1507 წუთი გაატარა.
"ინგულეცმა" კი ამ გამარჯვებით 47 ქულა დააგროვა და პირველ ლიგას სათავეში ჩაუდგა. პეტროველები პრემიერლიგაში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.
ავტორი გიორგი ღავთაძე
:D :D :D ;D