გუშინ, 24 ივნისს, უკრაინის პირველი ლიგის მატჩში "ინგულეცმა" საკუთარ მოედანზე "გირნიკ სპორტი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, შეხვედრაში კი პირველი გოლი ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ გაიტანა.
"ინგულეცი" ამ გამარჯვების შემდეგ ლიგას სათავეში ჩაუდგა, ხოლო ნიკა სიჭინავამ კი ბომბარდირთა სიაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
ქართველ თავდამსხმელს პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 15-ჯერ მოახერხა. 2020 წლის დასაწყისში უკრაინული სპორტული გამოცემები წერდნენ, რომ ქართველის გადაბირებით კიევის "დინამო" იყო დაინტერესებული.
ნიკა სიჭინავა 25 წლის გახლავთ, სიმაღლეში 185 სმ არის და ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელია. ქართველი "ინგულეცში" მე-4 სეზონს ატარებს. შარშან უკრაინის თასის ფინალშიც ითამაშა, თუმცა დავით ხოჭოლავას "შახტართან" დამარცხდა.
ავტორი გიორგი ღავთაძე
დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი გახდა [PHOTO]
16 წლის ბიჭმა 3 პენალტი მოიგერია და გუნდი უკრაინის თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]