ხარაიშვილმა გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვედეთის ჩემპიონატის მერვე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" საკუთარ მოედანზე "ჰელსინგბორგს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში მე-11 წუთზე ხარაიშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი პირველი გოლია (მეხუთე მატჩში). სტუმრებმა კი საპასუხო გოლის გატანა 90+1-ე წუთზე მოახერხეს და ფრეს მიაღწიეს.

gp.se აღნიშნავს, რომ ხარაიშვილმა გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც მის ძმასთან ერთად "საბურთალოში" თამაშობდა. თავად გიორგი ხარაიშვილი "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და მის ღირსებას 2013-18 წლებში იცავდა.

"გეტებორგი" 9 ქულით მე-11 ადგილზეა და 20 ივლისს გასვლაზე "ჰამარბიუს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქმეს ისეთი პირი უჩანს,რომ ჩვენც მოგვიწევს რამდენიმე დღე მიუძღვნათ შაქარას,თორემ გვეტყვიან ამ ოქრო ბიჭმა თავის თავს მიაყენა ფიზიკური ზიანი და მერე თავი წყალში დაიხრჩოვო.
ყოჩაღ ხარაიშვილი,კარგი კაცი ხარ!შენისთანა სპორტსმენებისთვის გვიყვარს სპორტი და არა ზოგზოგიერთი ცხოველის,ვითომ სპორტსმენების(თავიაანთ ადამიანის სახედაკარგული ადვოკატებით) გამო.
G.l.
13:21 16-07-2020
0
გაიხარე , წარმატებები, კაი კაცი ხარ !!!
akaki
01:17 16-07-2020
0

სიახლეები პოპულარული