ხარაიშვილმა გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვედეთის ჩემპიონატის მერვე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" საკუთარ მოედანზე "ჰელსინგბორგს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში მე-11 წუთზე ხარაიშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი პირველი გოლია (მეხუთე მატჩში). სტუმრებმა კი საპასუხო გოლის გატანა 90+1-ე წუთზე მოახერხეს და ფრეს მიაღწიეს.

gp.se აღნიშნავს, რომ ხარაიშვილმა გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც მის ძმასთან ერთად "საბურთალოში" თამაშობდა. თავად გიორგი ხარაიშვილი "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და მის ღირსებას 2013-18 წლებში იცავდა.

"გეტებორგი" 9 ქულით მე-11 ადგილზეა და 20 ივლისს გასვლაზე "ჰამარბიუს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიხარე , წარმატებები, კაი კაცი ხარ !!!
akaki
01:17 16-07-2020
0
ოქრო კაცი! შენ გენაცვალე მაგ საქციელში!
dzeke
00:11 16-07-2020
0

სიახლეები პოპულარული