ჯანოს აგენტმა ანანიძის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძის აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ "Р-Спорт-თან" მოკლე კომენტარი ქართველი ფეხბურთელის მომავლის შესახებ გააკეთა.

"ჯანოს კვიპროსულ "ანორთოსისთან" კონტრაქტი უკვე დაუმთავრდა და ამ ეტაპზე შემოთავაზებებს ელოდება. ჯერ-ჯერობით კონკრეტული არაფერია.

რაც მთავარია, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს, ძველი ტრავმისაგან სრულად გათავისუფლდა,"- აღნიშნა აგენტმა.

მოგეხსენებათ, ჯანო ანანიძე 11 წლის განმავლობაში იყო მოსკოვის "სპარტაკის" საკუთრება და გუნდი 2020 წელს დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს ისე იფასებს თავს ბოლოს ქობულეთის შუქურა სახვეწარი გაუხდება
ჯონი
22 ივლისი 2020 14:55
12
ზიდანმა, თუ ვერ დაითრია, ბარსამაც, თუ ვერ გაქაჩა, იქნებ გვარდიოლამ ივაჟკაცოს, თუ არადა თელავი კაი ჟილკიანი გუნდი ჩანს, ან ბათუმის დინამო, ბოლო-ბოლო სამგურალი მაინც მიიღებს, ქე აქვს ნაშოვნი ორი კაპიკი და აწი ორას დოლარად თითო ტაიმში, ნუთუ ისევ ირემივით ირბენს ჯანიკო???
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22 ივლისი 2020 14:24
13
ნამუს ჩკაა? წაქცეულის ცემა (დაცინვა) ქართული წესი არ არი. სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაიხურე ყაიმაზ, ტოოო.
kaira
22 ივლისი 2020 15:26
0
midi jano sadme holandiashi romelime gundshi tavisufal agentad xelfasi romc ar mogcen mainc kargi iqneba shentvis
janos
22 ივლისი 2020 14:19
3
ჩამოდი მეგობარო საქართველოში, ნახევარი სეზონით მაინც. ბათუმს დახმარებოდი ევროტურნირებზე
დათო
22 ივლისი 2020 14:08
3
თუ ასე თუ ისე ნორმალური ვარიანტი არ გამოუჩნდა,ასეც იზავს.რა ფორმაში იქნება,საკითხავი ეგ არის.
სოსო
22 ივლისი 2020 19:25
0
ხოო ზიდანის ნომერ პირველი სამიზნეა შეირგოს რაც იშოვა და ჩამოკიდოს ბუცები რაღადროს ანანიძეა
beqnuma
22 ივლისი 2020 13:33
17
სახლში, ბაბაია, სახლში!
zurab
22 ივლისი 2020 13:16
15
ჯანო ანანიძის საფეხბურთო მომავალი არ გაიშვა. ანანიძე უმოტივაციო უამბიციო ნულია. სრული ნული.
ჯერი
22 ივლისი 2020 13:13
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული