როგორც sport.24tv.ua იტყობინება, საფეხბურთო კლუბ "ლვოვში" სააკდრო წმენდა დაიწყო და გუნდი ერთბაშად 5-მა ფეხბურთელმა დატოვა.
"ლვოვიდან" წავიდნენ ანტონ ბრატკოვი, სერგეი ლიულკა, იგორ გონჩარი და ვლადისლავ პრიიმაკი. თითოეული მათგანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდათ.
საზოგადოებას "ლვოვის" დატოვების შესახებ კლუბის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟონათან ლიმამ Instagram-ის საშუალებით ამცნო. ბრაზილიელი გუნდში 2 წლის განმავლობაში თამაშობდა.
მოგეხსენებათ, "ლვოვის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე გახლავთ, რომელმაც უკრაინულ კლუბთა 1+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი. იქნებ, ახალი სეზონის წინ ქართველმა სპეციალისტმა გუნდში ქართველი ფეხბურთელებიც წაიყვანოს, რატომაც არა?!
"თუ კარგი შემოთავაზება იქნება..." - რამდენად რეალურია გიორგი არაბიძის გია ცეცაძის გუნდში გადაბარგება