თუმცა, როგორც თურქული გამოცემები წერენ, კლუბის დიდი სურვილის მიუხედავად, ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ შოთამ ტაშკენტის "ფახთაქორი" დატოვოს და ტრაბზონში გადაბარგდეს, რადგან თავად სპეციალისტს არ სურს უზბეკეთში დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება.
"ტრაბზონსპორი" კი, რომელიც თურქეთის სუპერლიგის მეორე ადგილისათვის იბრძვის, ბოლო ტურში სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებდა, მაგრამ კლუბი უეფას გადაწყვეტილებით ევროტურნირებიდან 1 წლით მოკვეთეს.
მიზეზი ფინანსური ფეირ პლეის წესების დარღვევა გახლავთ.
შავიზღვისპირელებს არველაძის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ, მათ შორის დონეცკის "შახტარის" ექსდამრიგებელი მირჩა ლუჩესკუ, რომელსაც სამსახურს კიევის "დინამოც" სთავაზობს.
ზლატანი, ქინქლაძე, არტეტა - შოთა არველაძემ საუკეთესო 11-ეული დაასახელა