შვედეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "ფალკენბერგი" ვერ დაამარცხა - 2:2.
ანგარიში ხარაიშვილმა მე-9 წუთზე გახსნა. მან მიმდინარე ტურნირის 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა. შესვენების შემდეგ აიეშმა მეორედ დაამწუხრა სტუმართა მეკარე და ყველას თამაშის ბედი გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჯერ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+6-ე წუთზე გაათანაბრა კიდეც.
"გეტებორგმა" ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ, 11 ქულით მე-12 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და 26 ივლისს გასვლაზე "ჰიოკენს" დაუპირისპირდება.
ამის შემდეგ გიორგის გუნდს მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს - 30 ივლისს "მალმიოსთან" თასის ფინალი.