10:15 24-07-2020
ძალიან დიდი შანსი არის რომ... - ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
არც ერთი ქართველი ფეხბურთელი ტოპ-5 ჩემპიონატის სუსტ გუნდშიც არავის უნდა.რუსეთის დაბალი დონის ჩემპიონატში ორი სამი კაცი მოატყუა და ეგრევე ლეგენდას, რონალდუს შეადარეს რომელიც მაგ ასაკში მანჩესტერის წამყვანი ფეხბურთელი იყო.ეს უაზრო ქართული ქება და ტრაბახი სახეზეა გუშინ ვერ ითამაშა.მეშინია ზედმეტმა ყურადღებამ არ გააფუჭოს და ის პატარა იმედი რომ მგონი გვეღირსა მაღალი კლასის ფეხბურთელი გვერდზე დაგვრჩეს.
0
0
ხვიჩა გვეამაყები აბა შენ იცი საქართველოს იმედები არ გაუცრუო.
23
0
me zaan momcons am bichis tamachi, tu chesarchevebze es da chakvetaze pormachi iknebian, didi chansia movxvdet evropaze, vaisma tu xvicha ar atamacha machin magas mogeba ar unda, aseti nichieri pegburtelebi sanamde kavs sakartvelos manamde iarsebebs chventan pegburti,arc belorusis arc kosovos da arc makedonias kvaracxelias donis pegburteli ar kavs.
12
1
რატომ არ უნდა ატამაშოს ვაისმა,საიდან ეს დასკვნა?ხვიჩა საუკეთესოა,თავისი გუნდის ლიდერიც ეგ არის
2
0
კოსოვოს ყავს რაშიცა ძალიან კარგი ტალანტი, ბუნდესლიგაში უკვე დამკვიდრებული. სხვა მოთამაშეებიც ყავთ რამდენიმე ძალიან კარგი, ძირითადად კოსოვოსთან მხოლოდ სისხლის კავშირი გააჩნიათ ამათ და სხვა ქვეყნებში არიან გაზრდილნი, ამიტომაცაა რომ ძალიან კარგი შედეგი დადეს შესარჩევებზე და ფავორიტად ითვლებიამ ერთა ლიგის. ბელარუსს ნაღდად დეფიციტი აქვს ტალანტების ჩვენთან ახლოს ვერ მოვლენ. მაკედონიას რაც შეეხება შეიძლება არ ყავთ ხვიჩასნაირი ტალანტები მაგრამ ძალიან კარგად მომზადებულები არიან, რამდენიმე მათი მოთამაშე სერია ა-ში რეგულარულად თამაშობს. წარმატებები ხვიჩას, ჩაკვეს და ჩვენებს! არავიზე ნაკლები არ არიან და მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ!
3
0
მართლაც მაგარი ფეხბურთელი ეზრდება საქართველოს! ჩაკვე მეცოდება ძალიან, როგორ გაურთულდა ფეხის მდგომარეობა, მიხედონ დროზე სანამ უფრო შორს წასულა დაზიანება. გამოჯამრთელება ჩაკვე! ხვიჩა უდაოდ ტალანტია და არ უნდა გაჩერდეს, უფრო და უფრო უნდა დაიხვეწოს, რისი ნიშნებიც აშკარაა. ვაისმა აუცილებლად უნდა გამოიძახოს ხვიჩა ნაკრებში, თუ არ გამოიძახებს მისი კარგიც და კეთილებიც...
10
1
ამის ასაკში რონალდო მისხლითაც არ იყო მისი მჯობნი. ძალიან პატარა იყო, როცა შევნიშნე, მაშინაც საუკეთეო იყო და თან მუდმივადაც პროგრესირებს. მწვრთნელებშიც გაუმართლა, სიომინმა შენიშნა ჯერ და ახლა სიომინზე უკეთესი მწვრთნელიც ჰყავს და ძალიანაც ენდობა. არსად არ უნდა გადავიდეს. პროგრესირება თუ არ შეწყვიტა, ქართული ტრანსფერების რეკორდით გადავა პირდაპირ ევროგრანდში. დარწმუნებული ვარ, ეს თვითონაც ესმის. ძალიან მაგარი ბიჭია. პანდემიის დროს 5 000 ლარი გაიღო მშობლიურ წალენჯიხაში 50 სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. ასეთ კაცს თავში არასდროს აუვარდება. ქართულ ფეხბურთში ოქროს ხანა მწიფდება, ძმებო, და კვარა იქნება მისი ერთ-ერთი უდიდესი გმირი. აი, ნახავთ!!!
25
1
მაგ ასაკში რონალდო უკვრ მაგარი იყო, 18 წლის იყო ფერგიუსონმა რომ წაიყვანა და იმიტომ წაიყვანა რომ სპორტინგმა მანჩესტერს მოუგო რონალდოს წყალობით, იფრინა მაგ თამაში. ზოგადად ქართველი ფეხბურთელების შედარება არ მიმაჩნია სწორად საფეხბურთო ტიტანებთან, რონალდოს სხვა პირობები ქონდა თავის ქვეყანაში, მერე ფერგიუსონმა მიხედა, სწორად განავითარა და რა კარიერა აქვს ვხედავთ დღეს. მესის ბავშვობიდან ბარსელონამ მიხედა და ა.შ ჩვენ მსგავსი შედარება რომ გავაკეთოთ მინიმუმ ერთი აკადემია მაინც უნდა გვქონდეს მაღალი დონის ქვეყანაში, არ გვაქვს ეგეთი, დინამოს აქვს აკადემია მაგრამ მისი შედარება ან სპორტინგის ან ბარსას აკადემიასთან შეუძლებელია. ჩვენებსაც შეუძლიათ დიდი ფეხბურთი რომ ითამაშონ მაგრამ ამისთვის უფრო რთული და უფრო გრძელი გზის გავლა მოუწევთ. ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ბავშვობიდან რომ ბარსას აკადემიის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყვნენ ეხლა უკვე ტოპ გუნდებში იქნებოდა ორივე.
5
4
ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან დიდი პროგრესი აქვს. იმედია ასევე გააგრძელებს. ისიც ძალიან დასაფასებელია რასაც თქვენ ამბობთ ქველმოქმედებაზე, მაგას ბევრი ნამდვილად არ აკეთებს. მთავარია რუსეთში რასაც უშვებიან ჩვენებურებს იგივე არ გაუკეთონ. რაც ანანიძეს და კვირკველიას უქნეს. დასვეს სკამზე და ფაქტიურად მოუსპეს განვითარების საშუალება. იშვიათად ხდება, რომ რუსეთის ჩემპიონატიდან ვინმე პირდაპირ გრანდში გადასულიყო (არშავინი მახსენდება მხოლოდ) და იმედია ხვიჩას შემთხვევაში სხვანაირად იქნება ყველაფერი. ჩემი აზრით პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა წამოვიდეს რუსეთის პრემიერლიგიდან.
5
1
ჩაკვეტაძეც ნაკრების წევრია. არ შეიძლება მასთანაც აიღოთ ინტერვიუ რომ უშუალოდ მისგან გავიგოთ რა კონდიციაში შეხვდება ნაკრების მთავარ თამაშებს? ჩაკეტილი ჰყავთ და არ აძლევენ ინტერვიუს მიცემის უფლებას თუ რა არის?
12
2
ეს და ჩაკვე ძალიან საინტერესო ამბავი მგონია ერთად, ასევე საინტერესოა ვაისი გამოიძახებს თუ არა კვარას ნაკრებში სექტემბრის თამაშებზე. გატესტვა ფეხბურთელების ბელარუსამდე უნდა მოხდეს იმ ორ თამაში რომელიც არის სექტემბრის თვეში.ვაისი ძაან კონსერვატიული მწვრთნელია, ცვლილებებს გუობს რთულად, თამაში დროსაც კი ცვლილებებს არ აკეთებს 85 წუთამდე, მაგრამ თუ მოხვდი მის შემადგენლობაში მერე საკუთარ კარში ბურთები თუ არ ყარე არაფერი არ გემუქრება... საინტერესოა მაგალითად კვარას და ჩაკვეს რა პოზიციებზე დააყენებს, ჩაკვე ცენტრშიც კარგია, კვარა როგორც ჩანს მარჯვენა ფლანგიდანაც მშვენივრად თამაშობს, ორივეს ერთად ათამაშებს თუ ერთს ერთ ტაიმს და მეორეს მეორე ტაიმს? ოქრიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ოქრი ასე მგონია რომ ფორმაში შეხვდება მაგ თამაშებს, თან ქეცბომ 10 ნომრიანი მაისური ჩააცვა, ხო და ოქრი, კვარა და ჩაკვე ძაან სერიოზული კლასია, მაგ სამი კაცის გაჩერება ბელარუს კი არა ბარე ორ ბელარუსზე ბევრად მაგარ ნაკრებს გაუჭირდება.
31
2
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული