"რუბინი" ხვიჩას სხვა რუსულ კლუბში არ გაუშვებს - მხოლოდ ევროპის ტოპ-ლიგაში!

AutoSharing Option
"რუბინი" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სხვა რუსულ გუნდში ტრანსფერს არ განიხილავს და მზადაა მხოლოდ ევროპულ კლუბს მიყიდოს, - იტყობინება "Бизнес Online".

გამოცემის ცნობით, "რუბინის" ხელმძღვანელობა კონტრაქტის გაფორმებისას ფეხბურთელის მხარეს შეუთანხმდა, რომ ეს მისთვის ევროპის ტოპ-ჩემპიონატში ტრამპლინი იქნება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას სამსახურით "კრასნოდარი" და "სპარტაკი" არიან დაინტერესებული.

19 წლის ქართველ გარემარბს ყაზანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"რუბინის" გულშემატკივრები აქტიურად მიესალმებიან კლუბის გადაწყვეტილებას და კომენტარებში წერენ, რომ ხვიჩა ერთი-ორი წელი მათთან ითამაშებს და შემდეგ კარიერას კარგ დასავლურ კლუბში
გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩა მარგალიტიცაა და მარგალიც,სიტყვა მარგალიტი სწორედ სიტყვა მარგალიდან არის წარმოებული
ბაჩი
13:33 25-07-2020
8
ხვიჩა მარგალიტია, რომლისაგან შეიძლება დიდი ბრილიანტი გაიჩარხოს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში დღეს ისეთ ტოპ გუნდში არ უნდა წავიდეს სადაც ძირითადში თამაში სათუო იქნება, ანუ მას პრაქტიკა და დაღვინება უნდა.
ჟორა
11:30 25-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული