კვარაცხელია "სპარტაკში"? - ტრანსფერზე ჯიქია "მუშაობს"

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა "სპარტაკთან" ნამატჩევს "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ დედაქალაქური გუნდის კაპიტან გიორგი ჯიქიას მასთან საუბარი ჰქონდა.

"თუ ჩემპიონატის განახლების შემდგომ მონაკვეთს ავიღებთ,  მაშინ პირადად ჩემთვის ამ პერიოდის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩაა. არაორდინალური, თამამი, გაბედული, თანამედროვე. ჩემთვის ის 100%-ით საზაფხულო პერიოდის MVP-ა.

მიუხედავად იმისა, რომ მე ინსაიდერი არ ვარ, მაგრამ საკმაოდ საიმედო წყარო ამბობს, რომ გუშინ ჯიქია ხვიჩას "სპარტაკში გადასვლაზე "ამუშავებდა". მან, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობასთან გაუშვა, მაგრამ თითქოს თავად წინააღმდეგი არაა. კარგი ტრანსფერი იქნებოდა",
- წერს გენიჩი თავის "ტვიტერზე".

სხვათა შორის, მატჩის მიმოხილვაში "სპარტაკის" საიტმა აღნიშნა, რომ ტექნიკურმა კვარცხელიამ მათ დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

"სპარტაკის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა განაცხადა, რომ ტრანსფერებზე მუშაობენ, მაგრამ იმისათვის, რათა ფეხბურთელების ფასები მათმა კლუბებმა არ გაუზარდონ, ამ მოთამაშეების ვინაობას არ გაამხელს.

altკვარაცხელია: საჭიროა კიდევ მეტი მუშაობა და მომატება

altსლუცკი ამბობს, რომ კვარაცხელიაზე მეორე პენალტიც იყო - ის ყაზანელთა ლალის თვალია

altხვიჩას "სპარტაკი" ვერ აჩერებდა - ერთი პენალტი მოიპოვა, მეორე კი მსაჯმა კუკუიანმა არ დაუნიშნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
მეგრულად ბაზრობენ ბიჭები )))
ბაჩი
14:00 25-07-2020
0
ra tkma unda rubinchi unda darches, satamacho praktikas da gamocdilebas miigebs, jikiam kidev daanebos tavi, gamomivida magic kartveli, xvicha nichieri bichia, rusi jikias mosatkuebeli sadaa kvaracxelia da chakvetaze kartuli pegburtis momavalia.
KUTAISELI
15:43 24-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული