ჯიქიამ და "სპარტაკმა" "რუბინი" და კვარაცხელია ვერ დაითანხმეს...

AutoSharing Option
РБК-ს წყაროზე დაყრდნობით, "რუბინმა" 19 წლის ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკს" არ მიჰყიდა და ოფიციალური უარი შეუთვალა.

რუსეთის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში, სადაც ერთმანეთს "სპარტაკი" და "რუბინი" დაუპირისპირდნენ, თამაშს მოსკოველების გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი და ამავე თანამდებობის ყაზანელი რუსტემ საიმანოვი ესწრებოდნენ. "სპარტაკის" ხელმძღვანელი დაინტერესდა ხვიჩას შეძენის შესაძლებლობით, თუმცა უარი მიიღო.

"რუბინს" კონკურენტების გაძლიერება არ სურს. ამიტომ ხვიჩას გადასვლა რუსულ კლუბში თითქმის გამორიცხულია", - აცხადებს ინფორმაციის წყარო.

ასევე, "წყაროს" ცნობით, "სპარტაკის" კაპიტანი გიორგი ჯიქია მოლაპარაკებებში ნამდვილად მონაწილეობდა და ცდილობდა კვარაცხელია მის კლუბში თამაშზე
დაეთანხმებინა, თუმცა ხვიჩამ უთხრა, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელების დონეზე უნდა გადაწყდეს.

"წყარო", რომელიც ქართველთან ახლოს არის, ადასტურებს, რომ მისით, ასევე, "კრასნოდარი" ინტერესდება, თუმცა სერიოზული მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

კვარაცხელიას "რუბინთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს ბავში ძაან ნიჭიერი, ეშმაკი და კარგი გაგებით ნაგლი ფეხბურტელია :)! სლუცკის სახით მწვრთვნელშიც გაუმართლა! მე რატომღაც მჯერა რომ მისგან მაგარი ევროპის დონის ფეხბურტელი გამოვა მინიმუმ !
რობი
26 ივლისი 2020 22:24
0
ესეთი ტალანტი 30 წელში მეორეა, ქინქლაზემ როგორც დაამტავრა, ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს სხვისთვის, მაგრამ ამ კაცს, ჭკუაც უჭრის როგორც ვატყობ და დიდ სიმაღლეებზე ოცნებობს. მიარწევს კიდეც, თუ იშრომა, ღმერთმა აუსრულოს ნატვრა და ოცნება, მე მჯერავს, იშრომებს და მიარწევს კიდეც.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 ივლისი 2020 13:39
1
რომელი უფრო მოღალატეა,ჯიქია რომელიც ყაბულს იყო რომ ეთამაშა ჩვენს ნაკრებში სანამ სპარტაკში გადავიდა(მაშინ კლუბი ამკარი დაუწუნა კობიაშვილმა)თუ პანდემიის დროს ერთცალ პირბადეს 2 ლარს ხდის?
ბაჩი
26 ივლისი 2020 13:17
6
წუხელ ლობჟანიძის გუნდმა იმარჯვა,ბოლოდან მეორეზეა და დაწეროთ რა იქნება გავარდა თუ რამე გადათამაშება ხდება დარჩენისთვის,მოკლედ რომ გაგვარკვიოთ არშედის თქვენს ინტერესებში თუუ?არ აქ,აღც worldze არაფერი იწერება
ბაჩი
26 ივლისი 2020 12:51
1
გეტანხმები გიორგი 100 პრ. კვარას კიდე ერთს ვეტყვი შემთხვევით თუ წაიკითხავს ჯუგელს გაეშვი და აგეწყობა კარიარა.... თუ არადა პულს იშოვი ჯუგელი უფრო ბევრათ მეტს შენში და გაბოდიალებს რუსეტში! წარმატებები
kvekve10
26 ივლისი 2020 03:17
0
ხვიჩა გენაცვალე, არა მგონია შენს ოჯახზე კარგი მრჩეველი იყოს ვინმე შენთვის, ჩემი აზრით ერთ წელი რუბინში კარგ გამოცდილებას მიიღებ და შემდეგ ევროპის კარი შენთვის ღია იქნება. მე ერთი თხოვნა მექნება შენს მიმართ იფიქრე მხოლოდ ფეხბურთზე და მარტო ფეხბურთზე, რომ გახდე დიდი ფეხბურთელი, ყველაფერი დანარჩენი თავისით მოვა, იცოდე შენ ხარ დიდი მ.მესხის, დ.ყიფიანის. ს.მეტრეველის, ბ.პაიჭაძის, მ.ხურცილავას შთამომავალი და მაპატიოს ყველამ ვინც ვერ ჩამოვთვალე !!!
გიორგი
26 ივლისი 2020 00:08
0
მთავარია სათამაშო პრაქტიკა.ძალიან მაგარი დრიბლინგი აქვს რაც დღევანდელ ფეხბურთში იშვიათობა გახდა.ამ ბიჭის მოძრაობებს რომ ვუყურებ ცხონებული დარასელიას მიერ გატანილი გოლი მაგონდება კარლ-ცეისთან.ხალხს ცოცხალი,ტეხნიკური ფეხბურთი მოენატრა.აბა ტიკი-ტაკი იყო ფეხბურთი მოედნის ცენტრში 50 პასს რომ უკეთებდენ ერთმანეთს.
მიდი ხვიჩა
25 ივლისი 2020 23:43
2
ამ ბიჭს უნდა რო გახდეს უნაღლესი დონის ფეხბურთელი და აქვს იმის სირვილი რო ითამაშოს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ქონდეს ამ მიზეზით წავიდა დინამოდან რუსთავში და შემდგომ ლოკომოტივიდან რუბინში ფული და კაი ხელფასი რო ზდომებოდა დარჩებოდა ლოკოში კაი ხელფასზე
დათო
25 ივლისი 2020 20:38
0
ვუსმინე ხვიჩას ინტერვიუს და ძალიან თავმდაბალი და მშრომელი ადამიანი ჩანს და მშვენივრად აზროვნებს კერ ჯერობით არსად წასვლას არ აპირებს და ზოგ ზოგიერთებივით რომლებსაც არაფერი გაუკეთებით და თავი ძაან მაგრები გონიათ ამ ბიჭს არც თავში არ ავარდნია არაფერი სვიჩამ ნამდვილდ მიაჰწევს წარმატებას
გიო
25 ივლისი 2020 20:35
0
არავითარ შემთხვევაში სპარტაკი. ჯერ ისევ რუბინში უნდა დარჩეს. სადაც წარმატებულად მიგდის საქმე იქ უნდა იყო. ჯერ მხოლოდ 4-5 მატჩი ითამაშა მაღალ დონეზე. 2021 წლიდან უკვე შეიძლება სხვა უფრო მაღალი დონის გუნდებზე ფიქრი. ოღონდ არა სპარტაკი ისევ ვიმეორებ
დავით67
25 ივლისი 2020 18:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული