ჯიქიამ და "სპარტაკმა" "რუბინი" და კვარაცხელია ვერ დაითანხმეს...

AutoSharing Option
РБК-ს წყაროზე დაყრდნობით, "რუბინმა" 19 წლის ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკს" არ მიჰყიდა და ოფიციალური უარი შეუთვალა.

რუსეთის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში, სადაც ერთმანეთს "სპარტაკი" და "რუბინი" დაუპირისპირდნენ, თამაშს მოსკოველების გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი და ამავე თანამდებობის ყაზანელი რუსტემ საიმანოვი ესწრებოდნენ. "სპარტაკის" ხელმძღვანელი დაინტერესდა ხვიჩას შეძენის შესაძლებლობით, თუმცა უარი მიიღო.

"რუბინს" კონკურენტების გაძლიერება არ სურს. ამიტომ ხვიჩას გადასვლა რუსულ კლუბში თითქმის გამორიცხულია", - აცხადებს ინფორმაციის წყარო.

ასევე, "წყაროს" ცნობით, "სპარტაკის" კაპიტანი გიორგი ჯიქია მოლაპარაკებებში ნამდვილად მონაწილეობდა და ცდილობდა კვარაცხელია მის კლუბში თამაშზე
დაეთანხმებინა, თუმცა ხვიჩამ უთხრა, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელების დონეზე უნდა გადაწყდეს.

"წყარო", რომელიც ქართველთან ახლოს არის, ადასტურებს, რომ მისით, ასევე, "კრასნოდარი" ინტერესდება, თუმცა სერიოზული მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

კვარაცხელიას "რუბინთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხვიჩა გენაცვალე, არა მგონია შენს ოჯახზე კარგი მრჩეველი იყოს ვინმე შენთვის, ჩემი აზრით ერთ წელი რუბინში კარგ გამოცდილებას მიიღებ და შემდეგ ევროპის კარი შენთვის ღია იქნება. მე ერთი თხოვნა მექნება შენს მიმართ იფიქრე მხოლოდ ფეხბურთზე და მარტო ფეხბურთზე, რომ გახდე დიდი ფეხბურთელი, ყველაფერი დანარჩენი თავისით მოვა, იცოდე შენ ხარ დიდი მ.მესხის, დ.ყიფიანის. ს.მეტრეველის, ბ.პაიჭაძის, მ.ხურცილავას შთამომავალი და მაპატიოს ყველამ ვინც ვერ ჩამოვთვალე !!!
გიორგი
26 ივლისი 2020 00:08
0
არსად არ გადავდივარო თვითონ თქვა ხვიჩამ, ვრჩებიო რუბინში და მართალიც არის უფრო დაიხვეწება და განვითარდება, წარმატებები კვარაცხელიას
irakli
25 ივლისი 2020 16:12
0
ერთი პერიოდი ჩაკვეტაძეზე იწერებოდა სულ და ბოლოს ბიჭს მგონი “თვალი ეცა” :) უიღბლობის პერიოდი დაეწყო. ეხლა ხვიჩაზე იწერება იმდენი რამ, ბოლოს ხალხს მასზეც დაეზარება კითხვა. დაასვენეთ ცოტა ეს კაცი და ჩვენც :)
დაანებეთ ბიჭს თავი :)
25 ივლისი 2020 16:06
3
ბოდიში და ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია მსოფლიოში და ყველგან იწერება ინფორმაცია ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებზე. ეს სავსებით ნორმალურია.
levani
25 ივლისი 2020 18:20
7
ვუსმინე ხვიჩას ინტერვიუს და ძალიან თავმდაბალი და მშრომელი ადამიანი ჩანს და მშვენივრად აზროვნებს კერ ჯერობით არსად წასვლას არ აპირებს და ზოგ ზოგიერთებივით რომლებსაც არაფერი გაუკეთებით და თავი ძაან მაგრები გონიათ ამ ბიჭს არც თავში არ ავარდნია არაფერი სვიჩამ ნამდვილდ მიაჰწევს წარმატებას
გიო
25 ივლისი 2020 20:35
0
ამ ბიჭს უნდა რო გახდეს უნაღლესი დონის ფეხბურთელი და აქვს იმის სირვილი რო ითამაშოს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ქონდეს ამ მიზეზით წავიდა დინამოდან რუსთავში და შემდგომ ლოკომოტივიდან რუბინში ფული და კაი ხელფასი რო ზდომებოდა დარჩებოდა ლოკოში კაი ხელფასზე
დათო
25 ივლისი 2020 20:38
0
მოაშორეთ ეს მოღალატე ჯიქია ქართული პრესის ფურცლებიდან!!!
კობა
25 ივლისი 2020 15:41
7
არავითარ შემთხვევაში სპარტაკი. ჯერ ისევ რუბინში უნდა დარჩეს. სადაც წარმატებულად მიგდის საქმე იქ უნდა იყო. ჯერ მხოლოდ 4-5 მატჩი ითამაშა მაღალ დონეზე. 2021 წლიდან უკვე შეიძლება სხვა უფრო მაღალი დონის გუნდებზე ფიქრი. ოღონდ არა სპარტაკი ისევ ვიმეორებ
დავით67
25 ივლისი 2020 18:14
1
გეტანხმები გიორგი 100 პრ. კვარას კიდე ერთს ვეტყვი შემთხვევით თუ წაიკითხავს ჯუგელს გაეშვი და აგეწყობა კარიარა.... თუ არადა პულს იშოვი ჯუგელი უფრო ბევრათ მეტს შენში და გაბოდიალებს რუსეტში! წარმატებები
kvekve10
26 ივლისი 2020 03:17
0
მთავარია სათამაშო პრაქტიკა.ძალიან მაგარი დრიბლინგი აქვს რაც დღევანდელ ფეხბურთში იშვიათობა გახდა.ამ ბიჭის მოძრაობებს რომ ვუყურებ ცხონებული დარასელიას მიერ გატანილი გოლი მაგონდება კარლ-ცეისთან.ხალხს ცოცხალი,ტეხნიკური ფეხბურთი მოენატრა.აბა ტიკი-ტაკი იყო ფეხბურთი მოედნის ცენტრში 50 პასს რომ უკეთებდენ ერთმანეთს.
მიდი ხვიჩა
25 ივლისი 2020 23:43
2
ჯიქია რამდენ პოცენტზე მუშაობს? ორივე მხარეს "ბეგრევს" თუ ერთერთს? "პრედოპლატაზე", "პოსლეზე" თუ "პო ფაქტუ" ("დენგი ნა ბოჩკუ") ირჯება? საშემსოავლო თუ სხვა შესაძლო საბიუჯეტო, სარეგისტრაციო (სანოტარო) და ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ხარჯებს ვინ კისრულობს?
მაკლერი
25 ივლისი 2020 15:24
11

სიახლეები პოპულარული