აგენტი ღურწკაია: კვარაცხელია 15 მილიონზე მეტი ღირს - კიკნაძემ სრული უსუსურობა აჩვენა

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ "იუთუბის" არხზე ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე გააკრიტიკა.

- კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელია დაკარგა. მას ერთი მინუსი უკვე აქვს და მეტის ჩამოთვლა საჭირო არ არის, ყველა დანარჩენი მინუსია: კონფლიქტი გულშემატკივრებთან, სიომინის დათხოვნა. გასაყიდად საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, რომელიც შემადგენლობაში ჰყავდა. ის უკვე ერთი წელია მირანჩუკის გაყიდვას ვერ ახერხებს და გუნდში მურილიო და ჟოაო მარიო მიიყვანა. მან თავისი სრული უსუსურობა აჩვენა.

- კვარაცხელიას წასვლაში გასაკვირი რა იყო?
- ის გუნდში იყო,
ნახევარი წელი "ლოკომოტივში" ითამაშა და რანგით დაბალ გუნდში წავიდა. "ლოკომოტივში" იყო და ბრწყინავდა, მისი შემდგომი ფორმირების შესაძლებლობები მოჩანდა და კლუბში ყველა ძალიან თბილად ექცეოდა. თვით მირანჩუკებმაც კი მიიღეს.

- რატომ გაუშვეს ხელიდან?
- შეთანხმების მიღწევა არ შეუძლიათ.
- მართალია, რომ ხვიჩა 3 მილიონი ევრო ღირდა - ეს აგენტის კომპენსაცია და კიკნაძემ ფული არ გადაიხადა?
- დიახ. მოკლედ - ასეა. თუმცა, თუ ახლა დავურეკავთ რუსტემ ფიდაევის ძე საიმანოვს (რუბინის გენერალური დირექტორი - რედ.) და კვარაცხელიაში 10 მილიონს შევთავაზებთ, ერთ ადგილას გაგვაგზავნის. ასეთ თანხაზე არც დაგველაპარაკება. რა თქმა უნდა, ის 10 მილიონზე მეტი ღირს. ვფიქრობ, უკვე დღეს მისი ფასი 15 მილიონზე მეტია. თუ "რუბინი" ევროტურნირებამდე მიაღწევს, მისი ფასი "ძლიერ გაფრინდება". ის 19 წლისაა! მოედანზე ყველაფერს აკეთებს და როგორ შეიძლებოდა ასეთი მოთამაშის ხელიდან გაშვება?".

ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერლიგა 8-11 აგვისტოს აიღებს სტარტს და პირველ ტურში "რუბინი" სწორედ "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანის მიერ რუსეთის ჩემპიონატის დემონიზირება ვერ ვხდები იქიდან არავის უშვებენ იქ დატოვებენ და ა.შ კომენტარებით ძალიან ბევრი ფეხბურთელი გადასულა რუსეთის ჩემპიონატიდან გრანდებში მე ვინც მახსენდება მარტო ივანოვიჩი ლოკომოტივიდან ჩელსიში, ვიდიჩი სპარტაკიდან მანჩესტერში არშავინი ზენიტიდან არსენალში პრომესი სპარტაკიდან სევილიაში პარადესი ზენიტიდან პსჟში ნეტო სპორტინგში ზინჩენკო უფადან სიტიში გოლოვინი მონაკოში ზე ლუისი პორტუში და ა.შ არავის არსად ტოვებენ თუ კარგი შემოთავაზება იქნება უშვებენ კიდეც თუ რუსეთის ჩემპიონატის დონეზე კარგად ითამაშებ თავისუფლად შეძლებ ტოპ5 ლიგებში თამაშსაც რუსეთის პრემიერ ლიგა ზუსტად ის ჩემპიონატია რომელიც ტოპ5 ლიგების მერე მოდის.
გიო
20:45 29-07-2020
4
ქინქლაძეს მაგონებს მაგრამ დარწმუნებული ვარ ქინქლაძეზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს წარმატებები
mgeli
20:30 29-07-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული