საბა ლობჟანიძე მომავალ სეზონშიც თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის ფინიშზე ლევან შენგელიას მეცადინეობით ქვედა ლიგაში გავარდნას გადაურჩა "ქონიასპორი", საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" კი, რომელიც შუა სეზონში, ფაქტობრივად, ხელახლა ჩამოყალიბდა, უმაღლეს დივიზიონში დარჩენა ვერ მოახერხა, თუმცა...

"ფანატიკის" ცნობით, თურქულ ფეხბურთში რევოლუციური რეკონსტრუქცია მოხდა - ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა მეხმეტ მუხარემ კასაპოღლუმ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიჰატ ოზდემირმა შეხვედრა გამართეს და გაითვალისწინეს რა კორონავირუსის შემდგომ პერიოდში გუნდების მძიმე მდგომარეობა, აგრეთვე, უკლებლივ ყველა კლუბის თხოვნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სუპერლიგიდან არც ერთი გუნდი არ გავარდება და 2020/21 წლების სეზონში 21-გუნდიანი
ჩემპიონატი ჩატარდება, შემდეგი სეზონიდან კი ჩემპიონატი 20-გუნდიანი იქნება.

ასე რომ, ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" სუპერლიგაში დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კასაპოღლუ და გელა ნუგზარაშვილი. უჰ რა დუელია!
მიდი გელა!
30 ივლისი 2020 09:03
4
მაგარი ჩამოსხმა ხარ
შიშველი სიმართლე
31 ივლისი 2020 00:06
0
გადავიდა რომ გუნდი არ გავარდნილიყო... და არ გავარდა, ამოცანა შესრულებულია
ზორბეგი
30 ივლისი 2020 08:59
2
სულ ამის დამსახურებაა :))))
გელა სალუაშვილი ჯაფარიძე
30 ივლისი 2020 09:38
1
საბა, მშრომელი და კარგი ფეხბურთელია. ვულოცავ. დაველოდოთ მომავალს.
100%
30 ივლისი 2020 07:13
0
თურქეთის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის - მეხმეტ მუხარე კასაპოღლუს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნიჰატ ოზდემირისთვის ლოცულობს ახლა საბა და საკლავსაც დაკლავს მათს ახელზე აალბათ.
დათო
30 ივლისი 2020 01:57
9
ეგ ოთხი დღის წინ იყო ცნობილი . გადაწყვეტილიც კია უკვე
ემირ
30 ივლისი 2020 00:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული