კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის გაორმაგდა - ქართველთა უმრავლესობის ღირებულება შემცირდა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებგვერდმა "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელთა განახლებული ფასები გამოაქვეყნა და ქართველი მოთამაშეებიდან ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2,2 მილიონი ევროთი გაიზარდა.

აპრილის დასაწყისში საიტი ხვიჩას 2,3 მილიონ ევროდ აფასებდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი 4,5 მილიონი ევრო გახლავთ. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია ნაკრებში მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძეს (6,7) და საბა კვირკველიას (5) ჩამორჩება.

გაიზარდა ხვიჩას თანაგუნდელ ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულებაც და 2,5 მილიონი ევრო გახდა. ამდენივე ღირს "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძეც, რომლის ფასმაც მოიმატა და ზურიკოს მსგავსად, პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრების ბოლო ფეხბურთელი, რომლის ფასიც გაიზარდა, ოთარ კიტეიშვილი გახლავთ. ოთარს გერმანული საიტი 2 მილიონ ევროდ აფასებს და მისი ღირებულებაც პანდემიამდელ რიცხვს დაუბრუნდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული გუნდის დანარჩენი მოთამაშეების სატრანსფერო ფასი შემცირებულია.




მკითხველის კომენტარები / 11 /
ბერია ვყოფილვარ) არადა ბოლო 300 წელი რაც წინაპრებს ახსოვთ ბერიძე გვეგონა ვიყავით))
ბათუმის ფანი
14:43 31-07-2020
0
ცეესკას ქართველი კონსტანტინე მარადიშვილია და არა მამარდაშვილი
მარადიშვილი
13:58 31-07-2020
0

სიახლეები პოპულარული