როგორც უკვე გაცნობეთ, "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მწვრთნელი იეს ტორუპი მის მწყობრში ჩადგომას მალე იმედოვნებს.
თავიდან ითქვა, რომ მას მუხლის სახსარში სითხე ჰქონდა ჩამდგარი, თუმცა სკანირებამ დადებითი შედეგი აჩვენა.
გუშინ გიორგიმ გუნდთან ერთად კლუბის ბაზაზე ბურთით ივარჯიშა და დღეს საკონტროლო მატჩში პირველი ლიგის "სერენთან" შეიძლება მონაწილეობაც მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, მალე დაიწყებს თამაშს.
9 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" გასვლაზე "სენტ ტრუიდენს" დაუპირისპირდება.
ჩაკვეტაძე და ქვილითაია მთამსვლელები და ჯომარდები გახდნენ - "გენტი" დამარცხდა
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა და ერთ კვირაში მწყობრში ჩადგება
nieuwsblad.be: ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ქვილითაიას კი - მცირე ტრავმა
ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძემ ისევ უნდა იფრინოს!