ჯანო ანანიძე "როტორის" მოტორი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ "როტორში" გააგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.

ვოლგოგრადული კლუბი ანანიძეს ერთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ჯანოს ყოველთვიურ გასამრჯელოდ 1 მილიონი რუბლი (13 735 დოლარი) დაენიშნება.

ის ადრე "სპარტაკში", "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "ანორთოსისში" თამაშობდა, რომელიც რამდენიმეთვიანი "მოღვაწეობის" შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

11 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "როტორი" "ზენიტს" უმასპინძლებს.

"როტორში" აგრეთვე ნახევარმცველი ნიკოლაი ყიფიანი და თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა როტორი რი როტორი აბა ამასა ჰყოლია რააა
Patrioti
05 აგვისტო 2020 22:46
8
მაინც ჩემი საქმე წასულია და თუ წასულია ბოლომდე წასული იყოსო, ასე აზროვნებს. ვიცი, ბევრს ჩამოწერილი გგონიათ და თქვენი აზრი არაა ლოგიკას მოკლებული, მაგრამ ამის თამაშები ნაკრებში მაინც რომ არ მქონდეს ნანახი, უმნიშვნელივანესი ფიგურა იყო და არის. რუსეთი ჯერ ფულს გაჩვევს, მერე გაფუჭებს და მერე ჯანოს დონემდე დადიხარ, საკუთარ შესაძლებლობებს უარყოფ და შენც თანახმა ხარ რომ ჩამოწერილი გერქვას 26-27 წლის ასაკში. რამდენი უნდა შევწიროთ რუსეთს კიდე ნეტა
Haaland
06 აგვისტო 2020 10:51
4
რენო მოსკვიჩის მოტორს მაგონებს
ზორბეგი
06 აგვისტო 2020 10:17
1
ჯანო ბოლო დროს ფრთხილობდა, ტრავმის მიღებას ერიდებოდა. ამიტომ არგამოდიოდა თამაში. თუ გულით ითამაშებს ერთერთი საუკეთესო იქნება კიდევ. შესანიშნავი ხედვა და ტექნიკა აქვს.
ჯ. ჩ.
06 აგვისტო 2020 19:51
1
თენგიზა ლიპარტელიანმა წაიყვანა????
ანტონ პეხნიჩეკი
06 აგვისტო 2020 12:10
1
Dzan ise uyurebt am sawartvelos chepionats dxesxusobt nelnela gamostorda saqartvelos cheponati ufro maxali tepia siwrafa dxesdxeisobit jargia saqaetvelos chepionati ar chamouardeba rusetis premieligas normaluri chepoonatia chveni ratom uyrebt ese imedi maqvs investrebi datersdebian saqrtvelos chepionatit iyudian romelime guds da gadzliereben yvela naurad nel nela mivalt nabijnabij rusetis da ukrains donemde imedi maqvs
Irakli
06 აგვისტო 2020 07:45
10
საქართველოს ჩემპიონატი არ ჩამოვარდება რუსეთის ჩემპიონატს?? იმედი მაქვს ხუმრობ მეგობარო რუსები არც მე მომწონს და არც მსოფლიოს უმეტესობას მარა რუსეთის პრემიერ ლიგა არის მსოფლიოში მე 7 ადგილზე რეიტინგით ფაქტიურად ტოპ 5 ლიგების მერე მოდის და მარტო ზენიტს აქვს 300 მილიონიანი ბიუჯეტი ცსკა სპარტაკი კრასნოდარი 100 მილიონზე ნაკრები არც ერთს აქვს და ტოპ ლიგებიდან ყიდულობენ ფეხბურთელებს სტადიონები ბაზები ყველაფერი აქვთ უმაღლესი დონის.
გელა
06 აგვისტო 2020 10:25
2
გარკვევით რომ დაგეწერა მეგობარო, არ იქნებოდა ურიგო.
შოთა
06 აგვისტო 2020 09:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული