"როტორი" ქართული გახდებაო და თურმე მთლად ბოგანო ყოფილა

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 წლის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ "როტორში" შეიძლება კარიერა მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ, თავისუფალ აგენტად მყოფმა ნახევრმცველმა ჯანო ანანიძემ და მოსკოვის "სპარტაკის" თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ გააგრძელონ, თუმცა როგორც ირკვევა, ვოლგოგრადული კლუბი ფინანსურ კრიზისშია.

"სოვეტსკი სპორტის" ცნობით, "როტორს" პრემიერლიგაში მონაწილეობის მისაღებად 1.38 მილიარდი რუბლი სჭირდება, მაგრამ ასეთი თანხა არ გააჩნია და არაა გამორიცხული, პირველ ლიგაში დარჩენა ითხოვოს.

ეს კლუბი სახელმწიფო ავტონომიურ დაწესებულებას წარმოადგენს, რეგიონის ბიუჯეტიდან ფულს ვერ გამოუყოფენ და სპონსორიც არ გამოუჩნდა.

პრემიერლიგაში აგრეთვე მოსკოვის
ოლქის "ხიმკი" გადავიდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იქ ვერ იასპარეზებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
დარჩნენ პირველ ლიგაში მერე. ჩვენი ბიჭები იქ უფრო ლაღად ითამაშებენ.
sergo
10:51 30-05-2020
8
მანდაც რო არ ათამაშებენ ეგ არის უბედურება!!!
Z.g.
08:48 30-05-2020
2

სიახლეები პოპულარული