საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ "როტორში" გააგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.
ვოლგოგრადული კლუბი ანანიძეს ერთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს.
ჯანოს ყოველთვიურ გასამრჯელოდ 1 მილიონი რუბლი (13 735 დოლარი) დაენიშნება.
ის ადრე "სპარტაკში", "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "ანორთოსისში" თამაშობდა, რომელიც რამდენიმეთვიანი "მოღვაწეობის" შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
11 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "როტორი" "ზენიტს" უმასპინძლებს.
"როტორში" აგრეთვე ნახევარმცველი ნიკოლაი ყიფიანი და თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობენ.