ჯანო ანანიძე "როტორის" მოტორი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ "როტორში" გააგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.

ვოლგოგრადული კლუბი ანანიძეს ერთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ჯანოს ყოველთვიურ გასამრჯელოდ 1 მილიონი რუბლი (13 735 დოლარი) დაენიშნება.

ის ადრე "სპარტაკში", "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "ანორთოსისში" თამაშობდა, რომელიც რამდენიმეთვიანი "მოღვაწეობის" შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

11 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "როტორი" "ზენიტს" უმასპინძლებს.

"როტორში" აგრეთვე ნახევარმცველი ნიკოლაი ყიფიანი და თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც არ უნდა იყოს უგუნდობას ჯობია როტორში იყოს და თამაშები რუსეთის პრემიერ ლიგა მოგვწონს თუ არა მაინც საშუალოზე მაღალი დონეა და წამტებები იმედი მაქ სანაკრებო თამაშებამდე შესახებ ფორმაში
გიო
05 აგვისტო 2020 21:21
11
საქართველოს ჩემპიონატის გუნდში რო წასულიყო უსედაც მოკლებული აქ და უფრო მოუკლებდა და როტორში წესით უნდა მიეცეს სათამაშო დრო და იმის საშუალებაც რომ ფორაში ჩადგეს სანაკრებო თამაშებისთვის და სადაც ნათქმაშები აქ და გამოცდილია ისევ ის ლიგა ჯობია ახალ თავგადასავლებრბს
ზურა
05 აგვისტო 2020 21:26
15
რომელ სანაკრებო თამაშებამდე? ამას ნაკრებში ხედავთ ? ვინ უნდა ამოაგდოს ? კიტე, გვილია, ზვიჩა, თუ ჩაკვე ?? რა ნაკრები ?? რა უთამაშია ოდესმე ? სადმე რამე ქნა ? იმიტომაც არის კარგ დღეში ნაკრები !!
ბუსა
05 აგვისტო 2020 23:10
6
სადაც ითამაშა ჩემპიონი (სპარტაკიში) გახდა და თასი (როსტოვიში) მოიგო ვინც ჩამოთვალე ისინიც კარგებია მაგრამ მგონი გვილიას გარდა მართლა არავის არაფერი არ მოუგია.
გიორგი
06 აგვისტო 2020 15:30
2
როტორშიც ,რომ სკამზე დასვამ ეს იქნება ტრაგიკომედია უკვე ჯანოსთვის ))
ზურა
05 აგვისტო 2020 23:49
4
მე წარმატებებს ვუსურვებ ვისურვებდი კარგ ევროპულ კლუბში ჯანოს მარა რახან როტორი აირჩია ალბათ უკეთესი ვარიანტი არ ქონდა და ახალა მოგვწონს თუ არაა ნაკრების ფეხბურთელისთვის რუსეთის ჩემპიონატში თამაში ჯობია საქართველოს ჩემპიონატს სამწუხაროდ დღეს საქართველოს ჩემპიონატი ძაან საბაჟო დონეზეა და რუსეთის პრემიერ ლიგა მსოფლიოში მე 7 ადგილზეა რეიტინგით და წარმატებები ჯანოს
გიო
05 აგვისტო 2020 23:35
3
ბათუმის დინამოს ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა ჯანო. სავარაუდოდ ამიტომ არჩია ისევ რუსეთის როტორი. ჯიღაური, ვაგნერი ვერცერთს ჯობია ამჟამად, საყრდენად ვერც ტეიდს აჯობებს.
მონატრებული რომანა
06 აგვისტო 2020 00:46
8
დარწმუნებული ვარ დინამო ბათუმი და როტორი ზუსტად ერთი დონის კლუბებია და აქ რომ გადმოსულიყო ევროპალიგაზე დახმარებოდა გუნდს არ ჯობდა თან აქ უფრო მარტივად შეეძლო ჩამდგარიყო ფორმაში. ეეეეჰ კიდევ ერთი ზღაპარი. იმედია ვცდები
roma bejanidze
05 აგვისტო 2020 21:52
10
და ხელფასი ექნებოდა 3000 ლარი ხო? )))
შოთა
06 აგვისტო 2020 09:54
2
ჯანო კარგ ფორმაში არის უძლიერესი ფეხბურთელი ტექნიკურად მოედნის ხედვით პასით დარტყმით და ა.შ რომ არაა ტრანვები და პრობლემები ის იქნებოდა დღეს ტოპ ფეხბურთელი კი ვისურვებდი რომ ჯანო ყოფილიყო დღეს ტოპ ჩემპიონატში და დარწმუნებული ვარ ჯანოსაც ენდომებოდა პრემიერ ლიგის ან ლალიგის თამაში,მაგრამ ქონდა ამ ფეხბურთელს მუდმივად პრობლემები ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით და რაც შეეხება კლუბს ის იყოო ანორთოსისში ქეცბაიასთან სადაც ყველამ ვნახეთ რომ არ გაუგრძელეს კონტრაქტი და უკმაყოფილოებიც დარჩნენ მისი თამაშით და დღეს ფაქტიურად უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელია და წავიდა რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე სუსტ გუნდში და ის ხელფასი რაც არის დღეს მისი გასამრჯელო არის სასაცილო თანხა რუსეთის პრემიერ ლიგის სტანდარტებით და 27 წლის ფეხბურთელია ჯერ კიდევ შეუძლია 4-5 წელი მაღალ დონეზე ითამშოს და დარწმუნებული ვარ როტორი იმიტო აირჩია რომ იქ ალბათ მისცეს იმის გარანტია რომ ექნება სათამაშო დრო და თან 10 წლიანი გამოცდილება აქვს რუსეთში თამაშის და არავინ არ მიწყინოს მარა საქართველოს ჩემპიონატში თამაში გინდაც ბათუმის დინამოში არ არის ის დონე რა დონეზეცაა რუსეთის პრემიერ ლიგა სად ზენიტს კრასნოდარს ცსკას რუბინ სპარტაკს და ლოკომოტივს რო ეთამაშები და სად ჩიხურას სამტრედიას და შუქურას განსხვავებას ვერ ხედავთ?? ჯანოსაც ალბათ იმედი აქვს რომ ათამაშდება შევა ფორმაში შედეგს დადებს და გადარჩენს კარიერას რომელიც რეგრესისკენ წავიდა უკვე და მეც ვისრვებდი რომ საქართველოს ჩემპიონატშჳ ეთამაშა მარა ჯანოს უნდა უფრო მაღალ დონეზე თამაში 27 წლის ბიჭია ჯერ კიდე წინ აქვს ბეცრი რამ იქ მიქელთაძეც როტორშია ძალიან გამიხარდება თუ ორივე ათამაშდება იმის მაგივრად რო წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ვლანძღავთ სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება.
გიო
06 აგვისტო 2020 13:38
3
რატიმ გიკვირთ აქ სათამაშოდ რომ არ ჩამოდის??? რა გარემოსაც თვლის თავისთვის კომფორტულად იქ მიდის სათამაშოდ, თუნდაც თვეში 13 ათას დოლარად:)))))) ეს ციფრი თუ ნაღდია...;)))
პაატა
05 აგვისტო 2020 22:46
1
ჯანო ახლა ისეთ დღეშია , როტორშიც ვერ იქნება ძირითადში თუ არ მოუმატა! და ახლა რომ ქონდეს ნაკრებს თამაში მაგას დაძახების შანსი არ აქ! ზარმაცა!
ბასკი
06 აგვისტო 2020 10:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული