მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე გუშინ, 5 აგვისტოს ვოლგოგრადის "როტორში" გადავიდა. ახალი კლუბის პრესსამსახურთან მან "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ჯანო 2007 წლიდან 2019 წლამდე იქ თამაშობდა.
"სპარტაკთან" პრინციპული თამაშები ნამდვილად არ იქნება. გუნდიდან მე ლამაზად წამოვედი, ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იყო. "სპარტაკთან" დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, მე "როტორს" უნდა დავუმტკიცო, რომ აქ თამაშს ვიმსახურებ. "სპარტაკში" ბევრი მეგობარი მყავს და მათთან თამაში მესიამოვნება, თუმცა საფეხბურთო დონეზე არაფრის დამტკიცებას არ ვეცდები." - ციტირებს ჯანოს "როტორის" პრესსამსახური.
"როტორსა" და "სპარტაკს" შორის
უახლოესი შეხვედრა 26 აგვისტოს არის ჩანიშნული.
ჯანოს შანსი ქონდა 2015-16 წლებში რა ფორმაშიც იყო 2014 - 15 წლებში აი ზუსტად მაშინ უნდა წასულიყო სპარტაკიდან ევროპაში, მაგრამ სპარტაკმა ფინანსური კუთხით ისეთი კონტრაქტი შესთავაზა, რომ უარი ვერ თქვა და საბოლოდ დღეს როტორში აღმოჩნდა.
მე ვფიქრობ რომ 20 21 წლის ასაკში რომ წასულიყო სპარტაკიდან ევროპაში დღეს ტოპ ფეხბურთელი იქნებოდა რომელიმე ტოპ ჩემპიონატში მაგრამ მან რუსეთი აირჩია.
სადაც მას მუდმივად ქონდა პრობლემები.
მე მაინც წარმატებებს ვუსურვებ იმედი მაქვს ნომალურ დონეზე ითამაშებს, მაგრამ ამ ეტაპზე მე ჯანოს ნაკრებში ვერ ვხედავ, თუმცა თუ სანაკრებო თამაშებამდე ამ კლუბში შევა ფორმაში ექნება შედეგები გახდება ძირითადის ფეხბურთელი და ა.შ რათქმაუნდა უნდა გამოიძახოს მწვრთნელმა.
ასეთი ვარკსვლავები მხოლოდ ბიუჯეტს წაიღებენ , სჯობს ისევ ახალგაზრდა ქართველი და ბრაზილიელი ფეხბურთელები მოიყვანონ
თუმცა აწი ეს ევროპაში არავის უნდა და არც შეუძლია დიდი რამ ანორთოსისშიც გამოჩნდა . სულ დაკარგული აქვს მოედანზე გადაადგილების შეგრძნება