9 აგვისტოს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" სტუმრად "სენტ-ტრუიდენს" შეხვდება.
"გენტმა" სეზონის დაწყების წინ არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რამდენიმეში ქვილითაიამ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, თავი ვერ გამოიჩინა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ნაოპერაციევი მუხლი აწუხებდა და ჯერ არ უთამაშია.
ბელგიური პრესის ცნობით, ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე ჰქონდა ჩამდგარი და მიუხედავად გუნდის მწვრთნელის, იეს ტორუპის განცხადებისა, რომ სერიოზული პრობლემა არა აქვს, ფაქტია, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა და გუნდთან ერთად ვარჯიში ახლახან დაიწყო (იხ. ვიდეო).
ამდენად, არაა გასაკვირი, რომ ის გუნდის "სენტ-ტრუიდენთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. განაცხადშია ქვილითაია, ოღონდ სასტარტოში ვერ ვიხილავთ, რაც მოსალოდნელიც იყო. ბელგიურ პრესაში ამ შეხვედრაში "გენტის" სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა გამოქვეყნდა:
კამინსკი, კასტრო-მონტესი, პლასტუნი, ნგადეუ, ნურიო, ოჯიჯა, ოვუსუ, ბეზუსი, კუმსი, დეპუატრე, იარემჩუკი
ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი თავდამსხმელ ჯონათან დავიდის ბედი, რომლის პოზიციაზე შეიძლება ჩაკვეტაძე დააყენონ (სენტ-ტრუიდენთან ბეზუსი შეცვლის). მას არც ერთ სპარინგში არ მიუღია მონაწილეობა, ვინაიდან ტორუპის თქმით, "ლილში" გადასვლა სურს და ტრავმის მიღების შიში აქვს. "გენტმა" ფრანგულ კლუბს ტრანსფერში 30 მილიონი ევრო და ბონუსები მოსთხოვა. ამასობაში კი მისი შეძენის სურვილი პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "ლიდსმა" გამოთქვა. ტორუპი ამბობს, რომ დავიდის შეცვლა ადვილი არ იქნება, ამხანაგური შეხვედრებისას სხვადასხვა ვარიანტები მოსინჯა, მაგრამ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ვერ მიაგნო.
ნახევარმცველმა ოჯიჯამ დავიდს გუნდში დარჩენა ურჩია, რამეთუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შესაძლებლობა აქვთ და წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, გაისად სუპერკლუბში გადასვლის შანსი გამოუჩნდება. მან თქვა, რომ "სენტ-ტრუიდენთან" რთული მატჩი ელით, ვინაიდან კვირას ტემპერატურა პლუს 36 გრადუსი იქნება და თანაც, ამ გუნდის სტადიონის მოედანი ხელოვნურსაფარიანია. ისე, ტორუპმა ჩაკვეტაძე განაცხადში რომ არ შეიყვანა, შესაძლოა, უკეთესიცაა.
ახალი სეზონისთვის გამალებით ემზადება ტრავმამორჩენილი უკრაინელი ფორვარდი იარემჩუკი, რომელიც ამბობს, რომ კიდევ უკეთ უნდა ითამაშოს და ამიტომ ვარჯიშებზე რონალდოსავით დაიხარჯება.
"გენტს" ჟორჟ მიქაუტაძემ გაუტანა - ქვილითაიამ 1 საათი ითამაშა [VIDEO]
გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ჩაკვეტაძე და ქვილითაია მთამსვლელები და ჯომარდები გახდნენ - "გენტი" დამარცხდა
"გენტი" იარემჩუკს მინიმუმ ერთი წელი არ გაყიდის
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა და ერთ კვირაში მწყობრში ჩადგება
მე ამ ბიჭის მიმართ არაფერი მაქ პირადი და ნეგატიური მარა ეს გაზვიადებული ქებაა ატაცება და მთელი ქართული საფეხბურთო მომავლის ტვირთის ამ ბიჭზე აკიდება არ მგონია მიზანშეწონილი ჩაკვეტაძე თუ არ იქნება დავიღუპეთ და ეგაა ასე გამოდის დღეს ბევრი ფეხბურთის ექსპერტი რაც არასწორია.