"სპარტაკმა" მელქაძე კავკასიაში გამოუშვა

AutoSharing Option
რუსული გამოცემა championat-ის ინფორმაციით, მოსკოვის "სპარტაკმა" გიორგი მელქაძე გროზნოს "ახმატში" სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

ჩეჩნურ კლუბში კი გიორგის ქართველი სეხნია - გიორგი შელია დახვდება, რომელმაც პრემიერლიგის აწ უკვე დაწყებულ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა.

რუსეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 23 წლის გიორგი მელქაძე იჯარის წესით "ტამბოვში" თამაშობდა და 18 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გატანილ ბურთთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სტატუს ქვოს: ესენი არ არიან ქართველები და შენ ხარ ქართველი?! მაგ ბიჭებს თავიანთ გუნდებში ყველა ქართველებად იცნობენ. შენ თუ გცნობს ვინმე საერთოდ?
კახა
13:51 12-08-2020
2
ესენი ქართველები არ არიან.
status quo
21:45 11-08-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული