goal.philenews-ის ცნობით, დიდი ალბათობით, 26 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა "ანორთოსისს" დატოვებს.
გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის მენეჯერი ამბობს, რომ მის კლიენტს რამდენიმე კლუბისგან წინადადება აქვს. არ კონკრეტდება მათი ვინაობა, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს ისრაელის, რუსეთის და ჩინეთის ვარიანტებია.
კაჭარავას "ანორთოსისთან" კონტრაქტი 2022 წლის მაისამდე აქვს გაფორმებული და ბუნებრივია, მას უფასოდ არ გაუშვებენ. მოკლედ, კონკრეტულ წინადადებებს ელიან და ამის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყება.
რამდენიმე დღის წინ 32 წლის ჩეხი ფორვარდი მიხალ დურიში "ომონიაში" გადავიდა და კაჭარავას გასხვისების შემთხვევაში, მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ორი თავდამსხმელის დამატება
მოუწევს. თანაც, ეს სასწრაფოდ უნდა მოახერხოს, რამეთუ მალე კვიპროსის ჩემპიონატი დაიწყება - 22 აგვისტოს, პირველ ტურში "ანორთოსისი" "ერმისს" შეხვდება.
მევასება ესეთი მკვლელი პირისახის ფორვარდები,მაგრამ...