ლამაზი გოლი თავით, ნახტომში - კიტეიშვილმა სლოვენიურ გუნდს გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გრაცის შტურმი" ამხანაგურ შეხვედრაში სლოვენიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "ბრავოს" დაუპირისპირდა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა.

ოთარმა მისთვის უჩვეულოდ - თავით გაიტანა გოლი, თან საკმაოდ ლამაზი, ნახტომში. კიტეიშვილმა პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორე ნახევარში "შტურმის" მწვრთნელმა მთელი გუნდი შეცვალა.

ავსტრიულმა კლუბმა შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგო. არც ისე დიდი ხნის წინ თურქულ პრესაში სტამბულის "ფენერბახჩეს" მხრიდან კიტეიშვილის მიმართ არსებულ ინტერესზე იწერებოდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, "კიტე" ისევ ავსტრიული გუნდის წევრია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფენერში არ გადადის?
ბაჩი
13 აგვისტო 2020 13:39
0
ძალიან კარგი რომ ავსტრიაში დარჩა , თუ კიდევ მოუმატებს და ნორმალურ აგენტს იპოვის გერმანული ბუნდესლიგა ოცნების სფერო ნამდვილად არ იქნება
art
12 აგვისტო 2020 20:34
3
ცოტა სირინოზი ხო არ ხარ შენ ძმაო? რატოა კარგი ავსტრიაში რო დარჩა ან აწი მანდ რა უნდა მოუმატოს?
ყველა რო პროფესორია როა ამ ფეხბურთში))))))))
ArtMan
13 აგვისტო 2020 06:44
0

სიახლეები პოპულარული