ნინუა "პაოკთან" კონტრაქტის გასაფორმებლად სალონიკში ჩავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ნიკა ნინუა "პაოკთან" ხელშეკრულების გასაფორმებლად საბერძნეთში ჩავიდა.

სამედიცინო შემოწმების გავლისა და სხვა ფორმალობების მოგვარების შემდეგ სალონიკური კლუბი ნინუას სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

21 წლის ნინუამ გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

"პაოკი" საბერძნეთის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმ "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება, რომელთანაც ნინუას ტრანსფერი ჩაიშალა.

"პაოკის" პრეზიდენტი წალკაში დაბადებული ივან სავიდია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენ ხალხმა რო გისმინონ მაშინ ჩვენი ფეხბურთელები არსად აღარ უნდა წავიდენ სათამაშოდ))) ხან პუტინის დამფინანსებელი ხან დინამოს ღალატი და ასე შემდეგ... მოვრჩეთ ამ საუბარს და პატარა ბიჭია და წარმატებული კარიერა ვუსურვოთ. ჩვენი ქვეყნისთვის ეგეთი ტრანსფერი ბევრს ნიშნავს. ვინმე ხოარ მეტყვის ბოლოს როდის ყოფილა ეგეთ გრანდში ტრანსფერი ქართველი ფეხბურთელის? კარგით იმედია გამიგებთ რისი თქმა მინდა და წარმატებებინიკას და დიდი ფეხბურთის თამაში!
გულშემატკივარი
14 აგვისტო 2020 12:25
0
საფეხბურთო გადმოსახედიდან ამ დროს როცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიპიკაციო ეტაპია სათამაშო და შენი გუნდი გაჭირვებაშია როცა კაპიტანი ხარ და ამ დროს მიდიხარ ამას გუნდის ღალატი ქვია და მეტი არაფერი ესეთი ფეხბურთელები დიდ გუნდებშიც არიან ვიტოლო რომელიც წავიდა სევილიადან იგივე გრიზმანი და სხვები მაგრამ ეგ დიდი გუნდებია და ის გუნდები მაინც თამაშობენ მაღალ დონეზე და ჩვენთვის უფრო გულსტაკენია ყოველთვის ხო ვერ თამაშობს დინამო საკვალიპიკაციო ეტაპსაც კი ლიგაზე ეგეც უკვე პრობლემა დინამოსთვის და რას უწყვიტავდა ნინუას 1-2 თვით გვიან წავიდოდა თუ ადრე ან პაოკი რა გუნდია რო პაოკზე გადაირიო კაცი ითამშე ის ლიგაა იქნებ უკეთესი გამოჩნდეს ყველას ფეხებზე კიდია დინამო ფეხბურთელებსაც და ხელმძვანელობასაც მხოლოდ გულშემატკივარი ვფიქრობთ დინამოზე სამწუხაროდ.
გელა
14 აგვისტო 2020 10:55
1
Ise ambob vitom dinamo ligaze gava scori gadacyvetileba miiyo
Kutaisi
14 აგვისტო 2020 21:32
1
გენას: ახლა ესეც მოღალატედ არ გამოაცხადოთ
ავთო
14 აგვისტო 2020 02:04
1
ეგ ცინიზმი არ მესმის. ნინუას შემთხვევაში მოღალატე რა შუაშია. სავიდისი კი მძულს როგირც ყველა პრორუსული არსება.
ხოლო რაც შეეხება შენგელიას, მის საქციელს მაინც ვერანაირად ვერ გაამართლებთ. შენგელია ნაღდად რუსებს მიეყიდა.
გენა
14 აგვისტო 2020 17:12
1
პუტინის დამფინანსებლის და მონის სავიდისის გუნდია.
გენა
14 აგვისტო 2020 02:01
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული