"ტვენტეს" აბურჯანიას გუნდიდან დელიკატურად გაგდება უნდა

AutoSharing Option
ნიდერლანდური გამოცემა Tubantia ენსხედეს "ტვენტეს" ქართველი ნახევარმცველის შესახებ აქვეყნებს სტატიას და წერს, რომ კლუბს გიორგი აბურჯანიას გაშვება სურს.

სტატია იმით იწყება, რომ ავტორი გიორგის გუნდში მოხვედრის ისტორიას აღწერს და ამბობს, რომ "სევილიადან" მოყვანილი აბურჯანია გონსალო გარსიას გეგმებში თავიდან არ შედიოდა და მხოლოდ პანდემიამდელ პერიოდში დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

გამოცემა წერს, რომ ახალი მწვრთნელის ხელში ძირითად 11-ეულში მოხვედრის დიდი შანსი აბურჯანიას არ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამხანაგურ შეხვედრაში ქართველმა გოლი გაიტანა, კლუბი მაინც ახალ ნახევარმცველს ეძებს და არჩეულიც ჰყავს -
ვეტერანი კარიმ ელ აჰმადი.

გარდა ამისა, პრობლემას ისიც ქმნის, რომ გიორგი ევროკავშირის მოქალაქე არაა და კლუბს დამატებითი გადასახადის გადახდა უწევს.

"გიორგი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არ არის და ამიტომ ის ჩვენთვის ძალიან ძვირი ფეხბურთელია. ჩვენ საკუთარ თავს ასეთი ხელფასის გადახდის უფლებას ვეღარ მივცემთ. ჩვენ შევატყობინეთ მას, რომ ახალი კლუბი მოძებნოს.

განა მას წასვლას ვაიძულებთ ან ხელს ვკრავთ, ან რაიმე სხვა ფორმით შევუქმნით დისკომფორტს. ეს მიუღებელი იქნებოდა. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ჩვენ ხელშეკრულებას პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა "ტვენტეს" სპორტულმა დირექტორმა იან შტროიერმა.

ცხადად და ნათლად ჩანს, რომ ენსხედეულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის გუნდიდან გაგდება უნდა, ოღონდ ამას რბილი, დელიკატური ფორმით აპირებს. კარგად გახსოვთ, ახლად მოსულმა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ვინ ჯანდაბაა აბურჯანიაო...

მკითხველის კომენტარები / 28 /
დავიღალე ამათი ლა ლიგაში გადასვლის გულშემატკივრობთ,აღარ შემიძლია,გავთავდი
ბაჩი
11 სექტემბერი 2020 21:30
1
სსრკ-ს დაშლის შემდეგ მრავალი ქართველი მოედო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ლუკმა-პურის საშოვნად, მათ რიცხვში სპორტსმენები. ქვეყანა ვერ ავაწყვეთ ნორმალურ სახელმწიფოდ და გაბრაზება და წყენა "არარელევანტურია".
ozeki
14 აგვისტო 2020 21:39
2
ეგრეა კი. სხვებზე კი ნუ ვბრაზდებით რომ არ ვუნდივართ, საკუთარ თავს მოვკითხოთ რატო ვერ ავსწყვეთ ქვეყანა. ჩვენ რომ ჰოლანდია ვიყოთ ამდენი ჩამოსული გვენდომებოდა?
გენა
14 აგვისტო 2020 23:49
0
კი მაგრამ, 157 დივიზიის სსრკ-ში შესვლა აბუჯანიასთან რა კავშირშია? ისე, ვიდრე ეგ 157 დივიზია შევიდოდა, იმ სსრკ-მ ბალტიის 3 ქვეყანა რომ დაიპყრო და პოლონეთი თავის მაშინდელ მოკავშირე გერმანიასთან რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით გაიყო, ის რატომ არ გახსენდებათ? არ შევიდოდა ის 157 დივიზია და ჩააკითხავდა 1-2 წელიწადში სოსელო ბერლინში. თუმცა, მერე მაინც ჩააკითხა.
აჩიკო
14 აგვისტო 2020 19:56
0
ბევრს არ გახსოვთ და ამ გაერთიანებულმა ევროპამ ფაშისტური გერმანიის მეთაურობით საზღვარზე თავი მოუყარა 157 დივიზიას (იმ არმიაში გერმანელებთან ერთად იბრძოდნენ იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, ფინეთის არმიები და ე.წ."მოხალისეების" შენაერთები ხორვატების, სლოვაკების, ესპანეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, შვეციის, დანიის, საფრანგეთის . პოლონურიც კი საბრძოლო შენაერთები) და 1941 წლის 22 ივნისს დილის 4 საათზე მიუხედავად თავდაუსხმელობის პაქტისა გადამოლახა საბჭოთა კავშირის საზღვრები და გააჩაღა მანამდე არნახული სისხლისმღვრელი ომი. მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო! ანუ ის საზღვარი ჩვენიც იყო!
aburjga
14 აგვისტო 2020 19:47
14
საშინელი უვიცობა არის ბევრი უბედურების სათავე.
aburjga
15 აგვისტო 2020 06:31
2
მეორე მსოფლიო ომის რეალური ისტორიის გაგება თუ გსურთ ნახეთ დოკუმენტური ფილმი ხუთ ნაწილად. ფილმის სახელწოდებაა "1941", პირველი ნაწილია " Гроза над европой". ვის რა ძალები ყავდა საზღვარზე იმ პერიოდში იმაზეც ზუსტადაა გაცემული პასუხი. იმაზეც დაფიქრდებით ვის უფრო დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი დაღუპული ხალხის წინაშე.
emigranti
15 აგვისტო 2020 03:37
3
ვახ რა გავაკეთო კაცო!? რომელიმემ გაიგონეთ ჩამოდით სახლში და აქ გააკეთედ რამე მნიშვნელოვანი და შეგეხვეწებიან, ტვენტე მართლა ვინაა?
გიორგი
14 აგვისტო 2020 19:47
2
ტვენტე ის გუნდია,რომელსაც თბილისის დინამო,თავის ისტორიაში პირველ მატჩში შეხვდა უეფას თასზე და გამოვარდა გათამაშებიდან.3-2;0-2.
სოსო
20 სექტემბერი 2020 17:31
0
დაგვახტეს მთელი ტვენტე და თავად ჰოლანდია დედა-ბუდიანად!! რაც მაგრები ვართ, მაინც ქართველები ვართ!!! გიორგის წარნატებები!!!
საქართველო
14 აგვისტო 2020 19:36
3
რუსების პეტერბურგელმა "ტროლმა", ამხანაგმა "ოდალამ" "გამოანათა". რა ხდება "ოდალ" დედა რუსეთში? ყვავის ხომ ყველაფერი? სრულიად არასაიდუმლოდ გვითხარი, მაგ სამსახურში რამდენს გიხდიან?
ავთო
14 აგვისტო 2020 19:21
2
მარტო ოდალამ?აგერ არის მისი "კოლეგა" ვინმე აბურჯგა და კიდევ ერთი-ორი "ჭეშმარიტი" ქართველი(:(:(:თან ეს ინდაურები რა იოლად იყიდებიან იმით,რომ ყველა სტატია,არ აქვს მნიშვნელობა რას ეხება,რუსულ-ევროპული დაპირისპირების ჭრილში რომ გადაჰყავთ! რეალურად კი,არავინ ებრძვის ევროპაში,განსხვავებით აქოთებული რუსეთისგან,ქართველ ფეხბურთელებს და ამის მრავალი მაგალითი გვაქვს!რატომღაც არავინ ებრძოდა კალაძეს,კობიაშვილს,არველაძეებს,იაშვილს,ქეცბაიასა და ა.შ. უბრალოდ თანამედროვე ქართველ ფეხბურთელებს მეტი არ შეუძლიათ,მორჩა და გათავდა!ძალიან მაგარი თაობა მოდის და იმედია დაუბრუნებენ ქართულ ფეხბირთს აყრილ ღირსებას! გიორგის კი მხოლოდ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებ!
ავთო-ს
11 სექტემბერი 2020 18:56
0
ჩემი აზრით აბურჯანიას მთავარი შეცდომა იყო ის როცა სევილიაში გადავიდა სევილიამ გაუფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი და ჯერ დუბლებში ათამაშა მერე დაიწყო მისი სხვადასხვა გუნდებში განათხოვრება, ხოლო მთავარი გუნდის განაცხადში ერთხელაც კი არ შეიყვანეს ჩემი აზრით სევილიაში წასვლას ჯობდა ძლიერი ლიგის შედარებით პატარა გუნდში გადასულიყო, რადგან გიმნასტიკში კარგად ვითარდებოდა 21 წლის ბიჭი ესპანეთის სეგუნდაში თამაშობდა პროგრესირებდა მისი კარიერა და ჯობდა ნაბიჯ ნაბიჯ წასულიყო წინ პროგრესისკენ მარა გიორგი სევლის დუბლებში თამაში არჩია და აქედან დაიწყოო პრობლემები ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო.
გიო
14 აგვისტო 2020 18:56
0
ეგეთი არაეთიკური რაიკაარდა ნაბიჭვარი მაგ ქვეყნრბში ბევრი ყოფილა.
ddgfdf
14 აგვისტო 2020 18:32
2
მერე გიო, ვინ დაგაძალა მანდ თამაში? რატო ეკიდები გალსტუკივით ყელზე? ადე რა და წადი. სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!!!
ჰალსტუხი
14 აგვისტო 2020 18:07
3

სიახლეები პოპულარული